ლეიბორისტული პარტიის ლიდერი საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას იწყებს..
"ბევრი ვიფიქრე, როგორ მიმელოცა ჩემი ხალხისთვის ახალი წელი და ეს ბრწყინვალე დღესასწაულები. დღეს იმაზე დიდი მილოცვა, ვიდრე თავგანწირული ბრძოლისთვის მზადყოფნის გამოხატულებაა, ჩვენ ქვეყანაში არ არსებობს. მომავალ წელს ტარდება უკანასკნელი საპრეზიდენტო არჩევნები ხალხის მონაწილეობით. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს იყოს უკანასკნელი არჩევნები ბანკირ ოლიგარქებისთვის. ამდენად, არჩევნებამდე 10 თვით ადრე, მე ვიღებ პასუხისმგებლობას, როგორც ყოველთვის და ვაცხადებ მსოფლიოს გასაგონად, რომ ვიწყებ საქართველოს პრეზიდენტობისთვის ბრძოლას. მზად ვარ, დავუბრუნო ხალხს დაკარგული დემოკრატია, სამართლიანობა, თანასწორობა, ახალგაზრდას წარმატება, ავადმყოფს წამალი.." - შალვა ნათელაშვილი
| Print |