ახალი ამბები
გუგავა ოპოზიციას პრეზიდენტობის ერთიან კანდიდატად შალვა ნათელაშვილს სთავაზობს
“იმ შემთხვევაში, თუ საპრეზიდენტო არჩევნები პრაიმერის თვალსაზრისით წარიმართება, კარგი იქნება, თუ კოორდინირება მოხდება შალვა ნათელაშვილის კანდიდატურის ირგვლივ,” – ამის შესახებ “ლეიბორისტული პარტიის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი გუგავამ, “ფორტუნას” კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
გიორგი გუგავას თქმით, ქვეყანას პრეზიდენტად ისეთი ქარიზმატული ლიდერი სჭირდება, როგორიც შალვა ნათელაშვილია.

“საპრეზიდენტო არჩევნებზე ჩვენ გვყავს საკუთარი კანდიდატურა. იქიდან გამომდინარე, რომ ივანიშვილს სურს, საპრეზიდენტო ინსტიტუტი, უფლებრივი თვალსაზრისით, მთლიანად გაანადგუროს, მას ამ თანამდებობაზე მსახური სჭირდება. ასევე, ივანიშვილს ამ მნიშვნელოვანი სახელმწიფოებრივი ინსტიტუტის დისკრედიტაცია სურს. თუმცა ქვეყანას, პოლიტიკური ამოცანებიდან გამომდინარე, სჭირდება ქარიზმატული ლიდერი, ისეთი, როგორიც შალვა ნათელაშვილია,” – განაცხადა გიორგი გუგავამ.

წყარო: http://fortuna.ge
| ბეჭდვა |