ახალი ამბები
დარღვევები თვითმმართველობის არჩევნებზე - ოპოზიცია რეაგირებისთვის სტრასბურგს მიმართავს
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები გამოვლენილ დარღვევებზე საუბრობენ. ოპოზიციური სპექტრი დარღვევებზე რეაგირებისთვის სტრასბურგს მიმართავს.

ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში შესაბამისი სარჩელი უახლოეს დღეებში შევა.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების თქმით, სწორედ სტრასბურგმა უნდა დაავალდებულოს ხელისუფლება, რომ დარღვევები სამომავლოდ გამოასწოროს. ოპოზიციაში არჩევნების ოფიციალურ შედეგებს არ ენდობიან და მის გაბათილებას ითხოვენ.

"ლეიბორისტული" პარტიის ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ისინი სასამართლოს მიმართავენ, კონკრეტული საკითხები შეისწავლოს და ხელისუფლებას რეკომენდაციები მისცენ.

„ ამ წუთიდან, დედამიწის პოლიტიკურ რუკაზე, ერთადერთი ქვეყანაა, საქართველო რომლის ხელისუფლება აღიარებს საკუთარ თავს და მას არ აღიარებს არც ერთი პოლიტიკური პარტია. ეს არის უნიკალური ფორსმაჟორული სიტუაცია და, თუ დარჩა რეჟიმს პატარა ჭკუა და თვითგადარჩენის ინსტინქტი, დროა ჩაალაგოს ბარგი, დაგვემშვიდობოს და იფიქროს ძალაუფლების ხალხისათვის დაბრუნებაზე,“ -განაცხადა „ლეიბორისტული“ პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.



წყარო: http://rustavi2.ge
| ბეჭდვა |