ახალი ამბები
"ერთადერთი პოლიტიკოსი ვარ, რომელიც ოლიგარქებმა ვერ მოისყიდეს და კომპრომანტი ვერ დაუდეს.." - შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი:
_ იმისთვის, რომ საქართველო გაბრწყინდეს, უნდა მოვიცილოთ დაავადება, შავი ჭირი, რომელსაც ჰქვია ოლიგარქია ივანიშვილის თამადობით. ამას შეძლებს მხოლოდ ის პოლიტიკოსი და ის პრეზიდენტი, რომელიც არ იქნება დაკავშირებული, ,,შეკრული,“ ანგარიშვალდებული და ,,გამოჭერილი“ მსხვილი ოლიგარქებისგან: ივანიშვილებისგან, ჩხარტიშვილების. ხაზარაძეებისგან. ასეთო ორასამდე ოჯახია. ღმერთმა ამრავლოთ, მაგრამ არა პოლიტიკაში, არა ბიუჯეტის ხარჯზე, არა იმ ფორმატით, რომ 50 მლნ-ს ხარჯავდნენ პირადი ავტომობილებისთვის, 300 მლნ მიჰქონდეთ კალაძეს და კობიაშვილს ფეხბურთის განვითარებისთვის და ფეხბურთის გარდა ყველაფერი ვითარდებოდეს. ანუ, ამათ უნდა მივუჩინოთ თავიაანთი ადგილი და მერე იქნება საქართველოს გაბრწყინების გზა. სხვა შემთხვევაში ჩვენ ვიქნებით დაცლილი და აგონიაში მყოფი ქვეყანა, რომელსაც არანაირი პესპექტივა არ ექნება, რაც არ უნდა დამოუკიდებელი ვეძახოთ ჩვენ თავს.
შექმნილ ვითარებაში, ერთადერთი თქვენს მონა-მორჩილს შეუძლია ბოდიში და, ფეხებზე დაიკიდოს ქვეყანა, მთელი მილიონერ-მილიარდელთა ხროვა და იმუშაოს თქვენთვის; იმუშაოს იმისთვის, რომ ადამიანებს ჰქონდეთ სამსახური, გარანტირებულად დაცული უფლებები, თავისუფალი სასამართლო, ეკონომიკა ჰგავდეს ეკონომიკას და არა ყაჩაღთა საკრებულოს, ბიზნესი ვითარედებოდეს ყველასთვის თანაბრად. თუ ვინმე დამიმტკიცებს, რომ ჩემდენი მაინც გაუკეთებია ქართველი ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისთვის _ 25 წელი იყო ოპოზიციაში, ებრძოდა შევარდნაძეს, სააკაშვილს, ებრძვის ივანიშვილს, რომელსაც ერთი კომპრომატიც ვერ დაუდეს, ვერც ქრთამის აღება, ვერც ბიუჯეტის მითვისება, ვერც უკანონო ბიზნესის ფლობა, ვერც პრინციპების ღალატი; თუ ვინმე მეტყვის, რომ ჩემდენი მაინც გაუკეთებია, ქვეყნისთვის, ხელებს ავწეავ და არა მხოლოდ კანდიდატობიდან, შეიძლება პოლიტიკიდანაც წავიდე.
დღეს არ არსებობს სხვა პოლიტიკოსი, რომელიც ოდესმე მაინც არ ყოფილა რომელიმე ოლიგარქის აკვანში, მათ ინექციებზზე, ვინც შემდეგ ხელთ ჩაიგდეს ძალაუფლება და დაამყარეს საბანკო დიქტატურა. ასეთი პოლიტიკოსები, როგორც კი დაიწყებენ ბრძოლას, მაშინვე დაუდებენ გადარიცხვის ფაქტურებს, ერთობლივი მოღვაწეობის ფაქტებს...
შესაბამისად, დღეს ჩემი კანდიდატურის მეტი, არავინაა. თუ ამას არ გაითვალისწინებს საზოგადოების ის ნაწილი, რომელივ ჯერ შევარდნაძეს მიეყიდა, მერე აბაშიძეს, ხან პატარკაციშვილის მიეყიდა, მერე ივანიშვილს გადაეყიდა, კახურ გამოთქმასავით მოუვა: ვირმა პალო მოაძრო და იმდენი სხვას არ ავნო, რამდენიც საკუთარ თავსო. სამწუხაროდ ეს პალო ჩვენც მოგვხვდება.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების
მშენებლობას აპროტესტებს.

პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის
განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება,
რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმენის.
25.03.2019
ლეიბორისტული პარტია ჰესებისა და ატომური ელექტროსადგურების მშენებლობას აპროტესტებს.

პარტიის უფლებადაცვითი ცენტრის ხელმძღვანელის, ლაშა ჩხარტიშვილის განმარტებით, მშენებლობა ბიძინა ივანიშვილის ინტერესებს ემსახურება, რაც მოსახლეობას სერიოზულ პრობლემებს უქმენის.

„ქრონიკა+“-ის კითხვებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა
ნათელაშვილი პასუხობს:


_ ბატონო შალვა, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს,
კერძოდ კი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პოლიტიკურ
კრიზისს?


_ ქართული პოლიტიკისთვის რამე ახალი არ მომხდარა. ისევე იშლება და
ლპება „ქართული ოცნება“, როგორც გამოლპა შევარდნაძის „მოქალაქეთა
კავშირი“, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, ასლან აბაშიძის „აღორძინება“ და
ზუსტად იგივეს იმეორებს „ქართული ოცნება“, ოღონდ უფრო მაღალი
რაკურსით; თუნდაც „მრგვალი მაგიდა“. თუ ამ ჩამოთვლილ
სუბიექტებში
25.03.2019
„ქრონიკა+“-ის კითხვებს „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარე, შალვა ნათელაშვილი პასუხობს:
_ ბატონო შალვა, როგორ შეაფასებთ ბოლო დროს მიმდინარე მოვლენებს, კერძოდ კი „ქართულ ოცნებაში“ არსებულ პოლიტიკურ კრიზისს?
_ ქართული პოლიტიკისთვის რამე ახალი არ მომხდარა. ისევე იშლება და ლპება „ქართული ოცნება“, როგორც გამოლპა შევარდნაძის „მოქალაქეთა კავშირი“, სააკაშვილის „ნაცმოძრაობა“, ასლან აბაშიძის „აღორძინება“ და ზუსტად იგივეს იმეორებს „ქართული ოცნება“, ოღონდ უფრო მაღალი რაკურსით; თუნდაც „მრგვალი მაგიდა“. თუ ამ ჩამოთვლილ სუბიექტებში
ლეიბორისტული პარტიის კახეთი ზონის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი
კახეთში სასმელი წყლის დაბინძურებაზე..
25.03.2019
ლეიბორისტული პარტიის კახეთი ზონის ხელმძღვანელი ნიკა ვარდოშვილი კახეთში სასმელი წყლის დაბინძურებაზე..
ახალგაზრდა ლეიბორისტები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მომხრეები
არიან

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: გიორგი
გზირიშვილი და ზაზა კორთხონჯია ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და
ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე“ გადაცემა ,,პირველ აუდიტორია’’_ ში
25.03.2019
ახალგაზრდა ლეიბორისტები სავალდებულო სამხედრო სამსახურის მომხრეები არიან

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრები: გიორგი გზირიშვილი და ზაზა კორთხონჯია ,,სამხედრო სავალდებულო სამსახურსა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობაზე“ გადაცემა ,,პირველ აუდიტორია’’_ ში
ვიდეოები