ახალი ამბები
"ჭორებს უშიშროების მიერ გადაბირებული ბინძური ადამიანები მივრცელებენ: რამიშვილი, შატბერაშვილი, ძაგანია.." - შალვა ნათელაშვილი
ჭორებს უშიშროების მიერ გადაბირებული ბინძური ადამიანები მივრცელებენ: რამიშვილი, შატბერაშვილი, ძაგანია...
,,ის ხალხი, ვინც ფულს ვინც გააჩხრიალებს იმას აძლევს ხმას, ათას სისულელს ამბობენ ჩემზე. მილიონებს აცლიან, ქვეყანა გაიყიდეს და ჩემი სახლის აგურებს ითვლიან, და ამტკიცებენ რომ სააკაშვილმა ამიშენა ორმოცი წლის წინ. ამ სიბინძურეს უშიშროების მიერ გადაბირებული პერსონები ავრცელებენ, როგორიცაა შალვა რამიშვილი, რომელიც ყველაფერზე ხელს აწერს, რომელიც გასამართლებული იყოს გამოძალვაზე, მერე ჟურნალისტიკიდან სექსუალური ძალადობისთვის გააგდეს, მას აძლევენ მილიონებს იმისთვის, რომ სიბუნძურეები ავრცელოს ჩემზე. არის კიდევ ასეთი, შატბერაშვილის გვარით, რომელიც 2012 წელს იყიდეს, ყოფილი ნარკოაფთიაქის მფლობელი ( პავლოვის 44 ში), რომელმაც მოწამლა უამრავი ახალგაზრდა და დღეს ნარკოტიკების წინააღმდეგ მებრძოლად გვევლინება; არის ასეთი კახა ძაგანია, რომელმცა მოკლა ოცი წლის ლაშა სანიკიძე, ის გადმოიბირა უშიშროებამ და დღეს მართლწესრიგზე გვესაუბრება.
აი, ამ კატეგორიის იმედზეა დარჩენილი დღეს ივანიშვილი. ამ ბინძური კატეგორიის მეტი მას არავინ იცავს და დღეს მთელი სქემები და რესურსები მომართულია ჩემი და ლეიბორისტული პარტიის წინააღმდეგ; იმიტომ, რომ ვერაფერში გამოგვიჭირეს. ერთი ფაქტი მაინც დაგვიდონ რომ ვინმესგან ფული ავიღეთ, რაღაც გადმოგვირიცხეს, ვიღაღაც ,,შევეკარით,“ ვიღაცისგან დავალებულები ვართ, ვუღალატეთ ხალხს და პრონციპებს...
ამიტომ ეშინიათ ჩვენი და ამიტომ მოგვიჩნეს ეს ტურები და ხალხის გარკვეული კატეგორია თუ ამას აყვება, სამუდამოდ მოუწევს ოლიგარქიის დიქტატურის ქვეშ ცხოვრება და ალბათ მოგვიწევს საქართველოს შევუცვალოთ სახელი (ღმერთმა დაგვიფაროს) და საივანიშვილო დავარქვათ.
ვიღაცას წაიყვანენ, ვიღაცას მოიყვანენ და ამით გაგვართობენ. მთავარი ბოროტება, მთავარი იბობა, რომელიც ქვეყანას სისხლს სწოვს, სოლოლაკის სასახლეში ზის და მთლიანად იფორმებს ქვეყანას.“
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
14.12.2018
"ეს არაა პარლამენტი. ეს როგორც თავიდანვე ვამბობდით ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა.
და კიდევ ერთი შენიშვნა, ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას. არა უშავს პატარა შეეშალა ნათლიას. რაც შეეხება ნარკოტიკებში დამხვრჩალ მსახიობ-დეპუტატ პაპუაშვილს ის პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა სამწუხაროდ.." - შალვა ანთელაშვილი
14.12.2018
"აი, მერამდედ კვლავ გამოჩნდა მხსნელი ჯეიმს ყურპანტურაის ბოდიშით, აპარტურაის სახით. რაც თავი მახსოვს გაყალბებული არჩევნების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ მას უძახის საშველად.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დედა შვილებისთვის სამყაროს ცენტრად და შეუცვლელ ღირებულებად რჩება
ყოველთვის. სამძიმარს ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების
გამო.
14.12.2018
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დედა შვილებისთვის სამყაროს ცენტრად და შეუცვლელ ღირებულებად რჩება ყოველთვის. სამძიმარს ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო.

_ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა. ადგილი ჰქონდა
მასობრივ გაყალბებას და ამომრჩევლის არნახულ მოსყიდვას.
14.12.2018

_ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა. ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას და ამომრჩევლის არნახულ მოსყიდვას.

ვიდეოები