ხარაგაული და ზესტაფონი ეკო-კატასტროფის წინაშეა
ეს განცხადება ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა
ნათელაშვილმა გააკეთა, რომელიც ხარაგაულის რაიონის სოფლებში
ვეშათუბანსა და ზვარეში,
სამატარებლო გვირაბის გაყვანით დაზიანებულ ტერიტორიებზე
იმყოფებოდა.
ვეშათუბანში ჩავარდნილია გზა, რაც, შალვა ნათელაშვილის თქმით,
სარკინიგზო გვირაბის გაყვანითაა გამოწვეული. ხოლო ზვარეში, მშენებარე
გვირაბიდან გატანილ ინერტულ მასალას ჩინური კომპანია მდინარესა და მის
მიმდებარე ტერიტორიაზე ყრის, რაც, როგორც ლეიბორისტული პარტიის ლიდერი
ამბობს, წყალდიდობების დროს დატბორვის საფრთხეს შეუქმნის არა მხოლოდ
ხარაგაულდა და ზესტაფონს, არამედ კოლხეთის დაბლობს ჩაიტანს
ტრაპიზონში.