ახალი ამბები
"თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ მოსკოვმა კეთილი ინებოს და უარი თქვას სტალინის მიერ მოგებული ომის შედეგებზე.." - შალვა ნაელაშვილი
რუსეთის წარმომადგენელი - "მინდა შეგახსენოთ, რომ სამხრეთ ოსეთი საქართველოს შემადგენლობაში გორში დაბადებულმა სტალინმა შეიყვანა"


შალვა ნათელაშვილი - "ეს იმპერიული უსინდისობაა. თუ ამ ლოგიკას გავყვებით, მაშინ მოსკოვმა კეთილი ინებოს და უარი თქვას სტალინის მიერ მოგებული ომის შედეგებზე, მის მიერვე დატოვებულ ატომურ შეიარაღებაზე, გერმანიისთვის წართმეულ კალინინგრად-კენიგსბერგზე, ბალტიიდან ალიასკამდე გადაჭიმულ იმპერიაზე და სხვა მრავალზე მათ შორის გაეროში ვეტოს უფლებასა თუ უშიშროების საბჭოში მუდმივი წევრობის სტატუსზე. სტალინის დანაშაული კი ისაა რომ საკუთარი კარიერისთვის ტორტივით ჩამოაჭრა სამშობლოს გულის ფიცარი და ამ დროს ცხინვალში ცხოვრობდა სულ ხუთი ოსური ოჯახი, ხოლო ასი ოსი ჯავის მთებში მწყემსავდა თხებს. ესაა ისტორიული ფაქტი, ხოლო ისტორიას ვერავინ შეცვლის პირიქით ისტორია ინელებს იმპერიებს.."


წყარო: https://www.facebook.com/natelashvilishalva
| ბეჭდვა |