ახალი ამბები
"ამ გუნდით ივანიშვილი საბოლაოდ წაიღებს ქვეყანას.." - შალვა ნათელაშვილი
ამ გუნდით ივანიშვილი საბოლაოდ წაიღებს ქვეყანას


ლეიბორისტული პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილის აზრით, მთავრობის ახალ წევრებს ბიძინა ივანიშვილი კვლავა თავისი პირადი ინტერესების მიხედვით არჩევს. შალვა ნათელაშვილი: ,,ივანიშვილი შევიდა თავისი პოლიტიკური არსებობის უკანასკნელ სტადიაში და არჩევს ისეთ გუნდს, რომლის მეშვობითაც საბოლაოდ წაიღებს ქვეყნის ფინანსურ, ეკონომიკურ ეროვნულ სიმდიდრეებს და გადააფორმებს თავის ბიზნესკორპორაციებში და მის საბანკო ანგარიშებზე მოაქცევს.
ამისთვის ესაჭიროება მონა, მორჩილი არაეროვნული არაპოლიტიკური გუნდი, რომელიც გამოიზარდა მის სასახლეში, ,,ელიტა ბურჯსა“ და ,,ქართუ“ ბანკში. ზუსტას ასეთები არიან ბახტაძიდან დაწყებული, რომელიც წარმოადგენს პერსპექტიულ და მძიმე ბიოგრაფიის თაღლითს, ოჯახიანად, ხაჭაპურის მცხობელ ცქიტიშვილით დამთავრებული
ამ ე.წ. მთავრობით კიდევ ერთი სამარცხვინო ფურცელი იწერება საქართველოს ისტორიაში.
| ბეჭდვა |