ახალი ამბები
"აფხაზეთის და ე.წ. ცხინვალის ყველა თანამდებობის პირზე უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა.." - შალვა ნათელაშვილი
აფხაზეთის და ე.წ. ცხინვალის ყველა თანამდებობის პირზე უნდა გამოცხადდეს საერთაშორისო ძებნა

ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიას და მასში მყოფი პირების სანქცირების შესახებ მთავრობის დადგენილებას, შალვა ნათელაშვილი ნახევარზომას და არაფრის მომტანს უწოდებს. შალვა ნათელაშვილი: ,,მიმაჩნია, რომ აღნიშნული კანონი წარმოადგენს ნახევარზომას, რომელიც რეალურ შედეგს ვერ მოიტანს. ამ ტერიტორიებზე გაგრძელდება იგივე, რაც აქამდე ხდებოდა, ქართველთა გენოციდის სახით.
სანამ ყველა თანმდებობის პირს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არ მოვაქცევთ სანქცირების სიაში და მათზე საერთაშორისო ძებნას არ გამოვაცხადებთ, როგორც სახელმწიფო მოღალატეებზე, სეპარატისტული მეტასტაზები საქართველოში გაგრძელდება და ვერანაირი ლოკალური ღონიძიებები, ლოკალური სია ამას ვერ უშველის.
რატომ არაა პასუხისმგებელი ოთხოზორია-ტატუნაშვილის მკვლელობაზე აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ე.წ. პრეზიდენტი?! რატომ არ არიან ამ სიაში და რატომ დადიან თავისუფლა მსოფლიოს მაშტაბით ის პრეზიდენტები, მინისტრები, მილიციის უფროსები, პროკურორები, რუსი გენერლები, რომლებიც უშუალოდ გვგლეჯავენ საქართველოს ტერიტორიებს?!
| ბეჭდვა |