ახალი ამბები
"დაკითხონ ბიძინა ივანიშვილი! " - შალვა ნათელაშვილი
დაკითხონ ბიძინა ივანიშვილი!


ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია და გამოიძიონ საქართველოში, ოქროს მოპოვებისას ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივი საქმიანობა. შალვა ნათელაშვილი: ,,ატომურ ბომბებს არ შეუცვლია ხიროსიმოსა და ნაგასაკში დედამიწის ზედაპირი ისე, როგორც ეს მოახერხა ბიძინა ივანიშვილმა ქვემო ქართლსა და ალგეთში.
ჩადენილია უმძიმესი საშინაო და საგარეო დანაშაული. სახეზეა მასობრივი ეკონომიური კატასტროფა: მოწამლული, აყრილი მოსახლეობა, მილიონობით მოჭრილი ხე, ლონდონის ბირჟაზე გატანილი მილიარდობით ტონა ოქროს, ვერცხლის, სპილენძის მარაგი.
მე მოვუწოდებ საქართველოს პარლამენტს, შექმნან დროებითი საგამოძიებო კომისია, დაკითხონ ბიძინა ივანიშვილი, შეაგროვონ შესაბამისი მტკიცებულებები. თუ ეს არ გააკეთეს დღეს, ამას ჩვენ გავაკეთებთ ხვალ. ასეთ დანაშაულზე პასუხისმგებლობა გარდაუვალია, ამიტომ სჯობია თავად დაიწყონ.
ალბათ არცერთი ქვეყნის პოლიტიკურ ლიდერს, თავისი სიმდიდრის დასაგროვებლად არ გაუეკეთებია ამდენი ხალხის, მიწის, ბუნებრივი რესურსების, ხარჯზე, რაც გააკეთა ბიძინა ივანიშვილმა და ამ მხრივაც შევა ის ისტორიაში, რომ როგორც საშინელი მოვლენა, რომ მსგავსი აღარ უნდა განმეორდეს არცერთ ქვეყანაში, აღარასოდეს.
საქართველოდან გატანილია მილიარდზე მეტი დოლარის ოქროს მადანი, ისე რომ ბიუჯტში ერთი თეთრიც არაა შესული.
ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას საერთაშორისო არენაზე, რომ ივანიშვილი, როგორც პოლიტიკაში, ისე ქვეყნის ეკონომიკაში დროულად იქნეს აღკვეთილი. კონკრეტულად ამერიკის შეერთებულლი შტატების შესაბამის ინსტანციებში უკვე დგას საკითხი მისი ანგარიშების გაყინვაზე, მაგრამ ჩვენ თუ არ ვიაქტურეთ, ის კიდევ შეძლებს ჩვენი ქვეყნისთვის აუანაზღაურებელი ზიანის მიყენებას.“
| ბეჭდვა |