ახალი ამბები
საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული - შალვა ნათელაშვილი მარიხუანას მოხმარების ლეგალიზებაზე
"ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარე, საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს იმ გადაწყვეტილებას აკრიტიკებს, რომლის მიხედვითაც მარიხუანას მოხმარება ლეგალიზებული გახდა.

ნათელაშვილის თქმით, ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზება დიდი შეცდომაა.
„გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლომ ჩაიდინა ისტორიული დანაშაული და ნარკოტიკის ეს სახეობა გამოაცხადა სრულიად ლეგალიზებულად, მოაქცია ის სამოქალაქო ბრუნვის ჩვეულებრივ პროცესში, რითაც ივანიშვილების ოჯახი გადაიქცა რეგიონში უდიდესი ნარკომილიარდების მფლობელად,“ - განაცხადა ნათელაშვილმა.

შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მისი პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო გაუქმდება, როგორც ცალკე ინსტიტუტი.

„ჩემი გაპრეზიდენტებისთანავე ნარკოვაჭრობაზე დაწესდება სამუდამო პატიმრობა, აიკრძალება ნარკოტიკების პროპაგანდა და დამნაშავე საკონსტიტუციო სასამართლო იქნება დაშლილი, გაუქმებული და ის შეუერთდება საერთო იურისდიქციის სასამართლოებს, როგორც ეს ევროპის დემოკრატიულ ქვეყნებშია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

გუშინ, საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ დააკმაყოფილა "გირჩის" სარჩელი მარიხუანას ლეგალიზებასთან დაკავშირებით. სასამართლოს გადაწყვეტილებით, მარიხუანას მოხმარებისთვის პირს ადმინისტრაციული ჯარიმა არ დაეკისრება.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
აქცია დეპუტატის კაზინოსთან
16.08.2018
აქცია დეპუტატის კაზინოსთან
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად
აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე,“ - ეს განცხადება,
საქართველოს
16.08.2018
„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე,“ - ეს განცხადება, საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.

ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას შალვა ნათელაშვილი მმართველი გუნდის პოლიტიკას უკავშირებს.
შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერი ხელმოწერები მეტრო რუსთაველთან
16.08.2018
შალვა ნათელაშვილის მხარდამჭერი ხელმოწერები მეტრო რუსთაველთან

ხუთშაბათის საღამო პრეზიდენტობის კანდიდატ, შალვა
ნათელაშვილთან..
16.08.2018

ხუთშაბათის საღამო პრეზიდენტობის კანდიდატ, შალვა ნათელაშვილთან..

ვიდეოები