ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილმა ადგილობრივებს შუამთობის დღესასწაული მიულოცა
შუამთობის დღესასწაული ადგილობრივებს ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა, მიულოცა. შრომის პარტია ბეშუმის მთაზე შუამთობის დღესასწაულს დაესწრო.

„მე ჩამოვედი საქართველოს იმ ულამაზეს კუთხეში, სადაც დღეს შუამთობაა, ცის გახსნის დღესასწაულია,“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

შუამთობის დღესასწაული ბეშუმის მთაზე 6 აგვისტოს იმართება, ყოველწლიურად ადგილზე იკრიბებიან ხულოს თითქმის ყველა რაიონიდან ადგილობრივები, ასევე სტუმრები სხვადასხვა ქალაქებიდან. დღესასწაული რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.
| ბეჭდვა |