„ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, ბანკების მფლობელები ივანიშვილთან ერთად
აუცილებლად დასხდებიან საბრალდებო სკამზე,“ - ეს განცხადება,
საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ, პრეზიდენტობის
კანდიდატმა, შალვა ნათელაშვილმა გააკეთა.
ლარის კურსის რეკორდულ გაუფასურებას შალვა ნათელაშვილი მმართველი
გუნდის პოლიტიკას უკავშირებს.
„ქართული ოცნების მმართველობის 6 წლის მანძილზე სამ მილიარდ ნახევარზე
მეტია ჩვენგან წაგლეჯილი. ეს არის უდიდესი საერთაშორისო საფინანსო
დანაშაული და სპეციალური საფინანსო ტრიბუნალის შექმნა გარდაუვლად
ელოდება ივანიშვილს და მის ბანდას,“ - განაცხადა შალვა
ნათელაშვილმა.
დღეს ერთი დოლარის ღირებულება სავალუტო ჯიხურებში უკვე 2 ლარი და 64
თეთრია. ბოლო 5 დღის განმავლობაში, ეროვნული ვალუტა უკვე 11 თეთრით
გაუფასურდა.