ახალი ამბები
,,იმავე ღამეს იყიდა ვანო ზოდელავამ დეპუტატების ერთი ნაწილი…”_ პასუხი ჭორზე, რომელიც შალვა ნათელაშვილს გაუვრცელეს
ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი:

_ 2002 წლის ადგილობრივი არჩევნებიდან 15 წელი გავიდა. უამრავმა წყალმა, არჩევნებმა და რამდენიმე ხელისუფლებამ ჩაიარა, რომლებმაც გაანახევრეს, გაყიდეს, ჯიბეში ჩაიდეს ჩვენი ქვეყანა და გააღატაკეს ხალხი. ძალიან საინტერესოა, რომ ყოველი არჩევნების წინ, ხალხი გამპარტახებლების დანაშაულობებსა და ხალხის ხარჯზე დაგროვებულ ქონებაზე მეტად, საუბრობს სპეცსამსახურების მონაჩმახ ჭორზე, თუ როგორ დაუთმო და ,,მიყიდა“ შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი. ჩვენ, ყველა არჩევნებზე გულმოდგინე და პატიოსნად ვუხსნით, რომ რაც არ გეკუთვნის, ვერც გაყიდი და ვერც გააჩუქებ. შალვა ნათელაშვილი არ იყო და ვერც გახდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე იმიტომ, რომ იმის მიუხედავად, მაშინ, საქართველოს ლეიბორისტული პარტია პირველ ადგილზე გავიდა თბილისში, 50 კაციან საკრებულოში მხოლოდ 15 დეპუტატი ჰყავდა და 50 კაციან საკრებულოში, მინიმუმ 26 ხმაა საჭირო თავმჯდომარეობისთვის….

არ გვეზარება და საპრეზიდენტო არჩევნების წინაც ვაქვეყნებთ 2003 წლის 2 ივნისის ცეესკო ოქმს, რომელშიც შავზე თეთრად წერია ჩვენი სიმართლე (მხოლოდ წაკითხვა უნდა). უფრო ზუსტად, ლეიბორისტული პარტია თბილისის საკრებულოში 26 პროცენტით პირველ ადგილზე კი გავიდა, მაგრამ მხოლოდ 15 დეპუტატით (რომელთა ნაწილი იმ ღამესვე იყიდა ვანო ზოდელავამ და 9 გახდა. მსგავსი ქმედებები ქართულ პოლიტიკაში არავის უკვირს). მეორეზე იყო ნაცმოძრაობა _ 24 პროცენტით და მხოლოდ ერთით ნაკლები დეპუტატით. მიხეილ სააკაშვილმა, რომლის პარტია მეორე ადგილზე გავიდა და ლეიბორისტებზე მხოლოდ ერთი დეპუტატით ნაკლები ჰყავდა, ჟვანიას, ,,ახლების“, მრეწველების და პატიაშვილის ,,ერთობის“ ხმებით შეძლო საკრებულოს თავმჯდომარობისთვის საჭირო ხმათა საჭირო რაოდენობის მოპოვება. ლეიბორისტების თანხმობა მის არჩევაზე ( რაზეც დღემდე აპელირებენ) მხოლოდ ფორმალური, პოლიტიკური აქტი იყო. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილის მიერ 2002 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დათმობაზე სპეცსამსახურები მიერ გავრცელებული ჭორის გამეორება, 15 წლის შემდეგაც, ან უცოდინრობაა, ან შეგნებული პროვოკაცია. თუმცა ამ შავ პიარსაც აქვს პლუსი.

საინტერესო და საამაყოა, რომ სპეცსამსახურებმა ვერც 2002 წლამდე და ვერც მას შემდეგ, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ ვერცერთი კომპრომატი ვერ მოძებნეს და მხოლოდ ამ ჭორით და ბაზალეთის სახლით ცდილობენ შავი პიარის შემოხვევას. წინაპრებისგან დატოვებულ სახლს შალვა ნათელაშვილი 30 წელია აშენებს და ისევ დაუსრულებელია. და კიდევ, ერთი საინტერესო ნიუანსი, რაც ამ ჭორს დასდევს თან: რომ არ დაგეთმო, სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ვერ დაგვაქცევდაო. ვინმემ იცის ვინაა დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე? ან რა პოლიტიკური გავლენები აქვს მას ქვეყანაზე? და დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე ( გაგახსენებთ ტყემალაძეა), როდისმე გახდება პრეზიდენტი? თან ამას ის ხალხი ამბობს, ვარდების რევოლუციისას წინა ფლანგებზე რომ ( ლეიბორიტები იმ პროცესების დროს საპირისპირო მხარეს იდგნენ) იდგნენ.

პ.ს. ამის შემდეგაც, ზუსტად ვიცი, კიდევ უამრავჯერ დაისმება ეს კითხვა… და მე კვლავ ვუპასუხებ, რომ ეს ჭორია და მართალიც რომ იყოს, ბედნიერი ვარ, რომ იმ კაცის გვერდით ვარ, ვისთვისაც 15 წლის შემდეგაც ამ გაძვალტყავებული ჭორის მეტი გასახსენებელი არაფერი აქვთ.






წყარო:  euronews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:


_ წინასაარჩევნოდ რას არ მოესწრება კაცი, მაგრამ რუსეთის უშიშროების
ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და ცხინვალის რეგიონში,
საქართველოდან შიდა ქართლის მოგლეჯისა და ე.წ “იუჟნაია ოსეტიის”
20.11.2018
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი:


_ წინასაარჩევნოდ რას არ მოესწრება კაცი, მაგრამ რუსეთის უშიშროების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოსა და ცხინვალის რეგიონში, საქართველოდან შიდა ქართლის მოგლეჯისა და ე.წ “იუჟნაია ოსეტიის”
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ატოცში საპარლამენტო უმრავლესობის
წევრების ჩასვლას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი თავადაც იმყოფებოდა
სოფელში და პირადად ნახა ის სამუშაოები, რომელსაც ოკუპანტები
ახორციელებენ. ადგილზე დილიდან მიმდინარეობს ახალი მავთულხლართების
გაბმა.
20.11.2018
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ატოცში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ჩასვლას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი თავადაც იმყოფებოდა სოფელში და პირადად ნახა ის სამუშაოები, რომელსაც ოკუპანტები ახორციელებენ. ადგილზე დილიდან მიმდინარეობს ახალი მავთულხლართების გაბმა.
„შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა,“-ამის
შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. „ლეიბორისტული
პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს.
20.11.2018
„შეიკრიბონ საგანგებო სესიაზე და გამოაცხადონ თვითდაშლა,“-ამის შესახებ განცხადება შალვა ნათელაშვილმა გააკეთა. „ლეიბორისტული პარტიის“ საპრეზიდენტო კანდიდატი ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გამოაცხადოს.
20.11.2018
"ამერიკის შესაბამის სამსახურთა შუამავლობით ორ ერთმანეთთან გარიგებულ ძალას, ნაც-ოცნებას ყოველგვარი შუამავლობის გარეშე, ჩემს მიმართ ცხოველური სიძულვილი აერთიანებს
ვიდეოები