ახალი ამბები
,,ივანიშვილი მეთოდოლოგიურად მიდიოდა ნარკოსივრცის გახსნისკენ და დღეს, ქვეყანას მართავს ნარკობარონი”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე, პრეზიდენტობის კანდიდატი:


_ მომავალი თაობა სერიოზული საფრთხის წინაშეა. ხელისუფლება იწყებს ნარკოტიკების წარმოებას _ მოყვანას, ექსპორტს. მსგავსი საფრთხე ჩვენი ერისა და ხალხის წინაშე არ ყოფილა. ბიძინა ივანიშვილმა გასული საუკუნის 80-იან წლებში თავისი ბიზნესი დაიწყო თბილისში, ერეკლეს მოედანზე, უბანში ნარკოტიკების გაყიდვით და აგვირგვინებს მსოფლიო ნარკობარონის სტატუსით. იწყება ნარკოტიკის ოფიციალურად მოყვანა, გაყიდვა, ექსპორტი და მთელი ამ ბიზნესის მეპატრონე, კურატორი ივანიშვილი და მისი ოჯახია. ამისათვის მან უკვე ჩამოიყვანა სპეციალისტები საერთაშორისო ორგანიზაციებიდან, გამართა მოლაპარაკება ნარკოკომპანია ,,გოდმანთან“ და მთელს ამ სქემას უცხოეთიდან კურირებს ცნობილი მილიარდელი, ნარკოვაჭარი მაშკევიჩი.

მივმართავ საქართველოს პარლამენტის წევრებს, მთავრობის ვაი-წევრებს, თუ თქვენ ნარკოტიკების მოყვანა-წარმოება-რეალიზაციას გადაწყვეტილებას მხარს დაუჭერთ, ვერცერთი ვეღარასოდეს ვერ იქნებით პოლიტიკაში და ვერ იმუშავებთ სახელმწიფო სტრუქტურებში. ნუ იფიქრებთ, რომ ჩვენი შვილების უბედურების ხარჯზე თქვენი შვილები ბედნიერები იქნებიან! არ არსებობს მარტო ჩემი შვილის ბედნიერება! არსებობს საერთო ბედნიერება და საერთო უსაფრთხოება! მთელი ეს წლები ივანიშვილი მეთოდოლოგიურად მიდიოდა ნარკოსივრცის გახსნისთვის _ კლუბური ნარკოტიკები, ბერას კლიპები, ნარკომანთა მიტინგები, მარიხუანას ლეგალიზაცია და დღეს ჩვენდა სამარცხვონოდ, ქვეყანას მართავს ნარკობარონი, რომელიც არა მხოლოდ ხელისუფლებას უნდა ჩამოვაშოროთ, უნდა გავანეიტრალოთ და დავაკავოთ.

ივანიშვილის ქართული ოცნება არის ნარკოტიკები, ნამდვილი ქართული ოცნება სხვა რამაა.



წყარო:  euronews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას
ავრცელებს აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით, რომელსაც თურქულმა
სასამართლომ დღეს მუზეუმის წოდება გააუქმა და თურქეთის სახელმწიფოს
ამის მისცა შესაძლებლობა, რომ იგი მეჩეთად გადააკეთონ:
14.07.2020

“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, შალვა ნათელაშვილი, განცხადებას ავრცელებს აია-სოფიას ტაძართან დაკავშირებით, რომელსაც თურქულმა სასამართლომ დღეს მუზეუმის წოდება გააუქმა და თურქეთის სახელმწიფოს ამის მისცა შესაძლებლობა, რომ იგი მეჩეთად გადააკეთონ:

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით
ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნოდ საჩუქარად
გადასცა.
14.07.2020

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ დავით ჭაკუა გერმანიის მთავრობამ საქართველოს წინასაარჩევნოდ საჩუქარად გადასცა.
ვიდეოები