ახალი ამბები
პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის საარჩევნო შტაბის განცხადება

სიგარეტის კონტრაბანდისტ, „ვითომ ბიზნესმენის“ ავთო წერეთლის საკუთრებაში არსებულმა და კაზინო „აჭარაბეთი“-დან დაფინანსებულმა ტელეკომპანია „ტვპირველმა“ სამწუხაროდ, უკვე დაიწყო პრეზიდენტობის კანდიდატის შალვა ნათელაშვილის მიერ საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში გამართული ღონისძიებების დაბლოკვა და გამოკვეთილად ჩაერთო სახელისუფლო კანდიდატის სალომე ზურაბიშვილის მხარდამჭერი კამპანიის გაშუქებაში. დასანანია, რომ ტელეკომპანია „ტვპირველი“ შესაძლოა გადაიქცეს იმედად, მაესტროდ, საზოგადოებრივ მაუწყებლად და დაიწყოს ივანიშვილის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიების ფორმატში საქმიანობა.
ლეიბორისტული პარტიის საარჩევნო შტაბი განიხილავს საკითხს, მსგავსი ტენდენციურობის გაგრძელების შემთხვევაში, პარტიისა და მისი საპრეზიდენტო კანდიდატის შალვა ნათელაშვილის პირდაპირ ეთერებში ჩართვა-მონაწილეობის შეწყვეტის შესახებ.
| ბეჭდვა |