ახალი ამბები
„ჩვენი ქვეყანა ხელში აქვს ჩაგდებული მაფიოზურ სინდიკატს,“ - გიორგი გუგავა
„ჩვენი ქვეყანა ხელში აქვს ჩაგდებული მაფიოზურ სინდიკატს,“ - ეს განცხადება გიორგი გუგავამ კომპანიის „ომეგა ჯგუფის“ წილების გაყოფისა და თამბაქოს ბიზნესის განკარგვის შესახებ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრისას გააკეთა.

საქართველოს „ლეიბორისტული“ პარტიის პოლიტიკური მდივანი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს ბიზნესზე მონოპოლიის მოპოვება სურს.

„ჩვენ უნდა მივუდგეთ მას არა როგორც კლასიკური გაგებით, ცუდ ხელისუფლებას, არამედ ორგანიზებულ, მაფიოზურ ჯგუფს. არანაირი სახელმწიფო ინსტიტუციები არ არსებობს. ჩვენ ერთის მხრივ ვამბობთ, რომ მთლიანად აკონტროლებს ბიძინა ივანიშვილი სასამართლოს, პროკურატურას, სუს-სს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და მეორეს მხრივ ვთხოვთ ამ ორგანოებს, რომ აღძრას სისხლის სამართლის საქმე და იზეიმოს ჭეშმარიტებამ და მართლმსაჯულებამ და დააკავონ ეს პირები,“ - განაცხადა გიორგი გუგავამ.

გუგავა ამბობს, რომ ხელისუფლება დაუყოვნებლივ შესაცვლელია.

„სწორი გაგებით, მომავალისათვის, ეს ხელისუფლება მშვიდობიანი გზით არის დასამხობი. თუ გვინდა გადავრჩეთ, თუ გვინდა ნარკორესპუბლიკად არ გადავიქცეთ, თუ გვინდა მაფიოზური სინდიკატების ხელში მონებად არ გადავიქცეთ, მოსაცილებელია,“ - აცხადებს გიორგი გუგავამ.
| ბეჭდვა |