ახალი ამბები
ჰერეთში ქართული სკოლების დახურვის გამო შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას საპროტესტო ნოტით მიმართავს
ჰერეთში ქართული სკოლების დახურვის გამო შალვა ნათელაშვილი აზერბაიჯანის ხელისუფლებას საპროტესტო ნოტით მიმართავს
შალვა ნათელაშვილი: ,,პრეზიდენტს ალიევის რეჟიმი საინგილოში- ჰერეთში აგრძელებს ქართველთა საგანმანათლებო დისკრიმინაციას. წელს სამ სოფელში: ალიაბადი, მოსული, მუშაბაშის სკოლებში დაიხურა ქართული სექტორები და პირველ კლასში აღარ მიიღეს ბავშვები.
ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, უმთავრესის ამოცანა იქნება დევნილი ქართველების უფლებების დაცვა, მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში. მანამდე ჩვენ ვუგზავნით საპროტესტი ნოტას აზერბაიჯანის მთავრობას და საელჩოს საქართველოში, რათა შეწყდეს ეს არამეგობრული, დისკრიმინაციული პოლიტიკა.
საერთაშორისო დანაშაულია, ამაზრზენია ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რომ დევნიან ქართველობას და ყველაფერს ქართულს, მაგრამ გასაგებია, რადგან ასე ოკუპანტები იქცევიან, მაგრამ როცა ეს ელემენტები მეგობარი ქვეყნის ხელმძღვანელთა პოლიტიკაშია, ეს გულისტკივილს და არანაკლებ აღშფოთებას იწვევს.
რომელიმე ზერბაიჯანელს რომ შეეზღუდოს განათლების უფლება, თბილისსა თუ ქვემო ქართლში, პირველი მე გავეშურები მათ დასახმარებლად. ასევე უნდა იქცეოდნენ აზერბაიჯანელი დეპუტატები, პოლიტიკოსები, როცა ასეთი რამ ხდება საინგლოში-ჰერეთში.
არ შეიძლება გაჩუმებული იყოს იყოს ივანიშვილის რეჟიმი მხოლოდ იმის გამო, რომ ალიევის რეჟიმთან აქვს ნაყოფიიერი, მილიარდიანი ბიზნესები და ამით ივსება ოლიგარქების ჯიბეები.
თუნდაც ის, რომ 2006 წლიდან ჰერეთში არ შესულა ქართული სახელმძღვანელოები, იხურება ქართული სკოლების და არის ეკლესიასთან დაკავშირებული პრობლემები, არის ივანიშვილის და ალიევის რეჟიმების დიდი სირცხვილი და არა ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის.“
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
24.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
24.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86