ახალი ამბები
“რასაც ზურაბიშვილის სასულიერო პირების მისამართით ამბობს, ივანიშვილის აზრია”- შალვა ნათელაშვილი


“ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ “რასაც სალომე ზურაბიშვილის სასულიერო პირების მისამართით ამბობს, ბიძინა ივანიშვილის აზრია”.

ნათელაშვილი დარწმუნებულია, რომ ბიძინა ივანიშვილის თავად არის აღშფოთებული საზოგადოებისა და სასულიერო პირების კრიტიკით, რამაც ფაქტობრივად მარიხუანას კულტივაციის გეგმა ჩაშალა.

“კონკორდატი ეს გახლავთ კონსტიტუციური ინსტიტუტი და სანამ, რომელიმე პოლიტიკოსი, მასზე რაიმე სულელურ აზრს გამოთქვამდეს ჯერ კარგად უნდა დაფიქრდეს რას ამბობს. მაგრამ ეს განცხადება აღნიშნული კანდიდატისა არის ბიძინა ივანიშვილის აზრი, რომელსაც ვერ მოუნელებია ის თანხები, რაც გასცა ეკლესიაზე და უნდა ან სრულიად დაიმორჩილოს ეკლესია ან გაანადგუროს.

დღეს უკვე გადავიდნენ მუქარაზე და ემსახურება ეს მიზანს, რომ არავინ შეუშალოს ხელი ქვეყნის მითვისებაში მარიხუანას დათესვაში, საზოგადოების თრიაქით თრობაში და რა თქმა უნდა, ამ გზაზე მას წინააღმდეგობად ესახება საზოგადოებასთან ერთად მათ სორის ეკლესია,“-ამბობს შალვა ნათელაშვილი.

სალომე ზურაბიშვილი სასულიერო პირებს ღიად დაუპირისპირდა.

“ქართული ოცნების” რჩეული ამბობს, რომ არ მოსწონს ეკლესიის მწვავე პოზიცია რიგ საკითხებზე. ზურაბიშვილი ამბობს, რომ პრეზიდენტობის შემთხვევაში არ დაუშვებს ეკლესია საერო ხელისუფლების საქმეებში ჩაერიოს. “ოცნების” რჩეული პრეზიდენტობის კანდიდატი წმინდა სინოდის წევრებს, კონკორდატს ახსენებს და ამბობს, რომ საერო ხელისუფლების საქმეებში ეკლესია არ უნდა ერეოდეს.


წყარო: trialeti.ge
| ბეჭდვა |