ახალი ამბები
,,გაუმარჯოს ასეთ რუსებს და ასეთ რუსეთს”_ რა ნახა შალვა ნათელაშვილმა გელათში
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი:


_ მთელმა საქართველომ და მსოფლიოს მინიმუმ პოლიტიკურმა ელიტამ იცის თუ რა დაუნდობლად ვიბრძვი რუსული ოკუპაციისა და ამ ქვეყნის აგრესიული ანტიქართული პოლიტიკის წინააღმდეგ, მაგრამ ის, რაც დღეს ჩემი თვალით ვნახე გელათში, მისი არ გახმაურებაც იქნება დანაშაული მომავლის წინაშე.
ვუახლოვდებით მთელი ჯგუფი, ასე 30 კაცი, დავით აღმაშენებლის საფლავს, ვხედავ წინ ორი რუსულად მოუბარი უცხოელია ქართველ თანმხლებთან ერთად. უეცრად, მათგან ერთ-ერთი იჩოქებს დიდი მეფის საძვალესთან და კოცნის საფლავის ლოდს. ბუნებრივია, ვკითხე, სადაური იყო. ამ ადამიანმა განმიცხადა, რომ ჩამოვიდა 10 ათასი კილომეტრის იქით მდებარე ქალაქ ვლადივოსტოკიდან, არის მართლმადიდებელი და აღმაშენებელს მიიჩნევს თავის მეფედაც, როგორც მესიის მახვილს.

აღელვებისგან ლამის მეტყველების უნარი დავკარგე, მოკლედ გადავუხადე მადლობა. გაუმარჯოს ასეთ რუსებს და ასეთ რუსეთს. აი, ესაა ჩვენი ხალხების მომავალი. დარწმუნებული ვარ, ის რუსი სამხედროები, რომლებიც დღეს ოკუპატებად დგანან ჩვენს მიწაზე, მალე გავლენ აქედან და შემოვლენ საქართველოში ტურისტებად ,ინვესტორებად, მეგობრებად და ჩვენი ისტორიული, მათ შორის საერთო ღირებულებების პატივსაცემად.


წყარო:  euronews.ge

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86