,,ხალხისთვის მოპარულს ,,დაბრუნების ფონდში“ დააბრუნებენ”- ეს პირობა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა შალვა ნათელაშვილმა თბილისში, სააკაძის მოედანზე მდებარე ახლადაშენებულ კორპუსთან დადო.
_ ჩვენს უკან ჩანს ღარიბაშვილის, თამაზაშვილის და ჯანყარაშვილის
მილიონიანი კორპუსი, რომელიც მათ ბიუჯეტის ფულით ააშენეს.
მთლიანობაში, ექსპრემიერებმა ბოლო ათწლეულში, ნოღაიდელიდან დაწყებული,
კვირიკაშვილით დამთვარებული, ხალხის 50 მილიარდზე მეტი ქონება ჩაიდეს
ჯიბეში. მოქმედი პრემიერი რამდენიმე მილიარდით ჯიბეში მოვიდა პოსტზე.
ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, შეიქმნება დაბრუნების ფონდი და ყველა ეს
ქურდი ექსპრემიერმინისტრი უკან მოიტანს წაღებულს. მხოლოდ ამ გზით
შეიძლება ფეხზე დავაყენოთ ქვეყანა, დავნიშნოთ ნორმალური ხელფასები,
პენსიები, დავიწყოთ ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ვიფიქროთ ანაბრების
დაბრუნებაზე. სხვა შემთხვევაში, ჩვენი ქონება იქნება გადატანილი
ოფშორებში და დიდი ხანს ვერ მოვახერხებთ რეანიმაციას.
წყარო: euronews.ge