ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: გაჩვენებთ სამარცხვინო დოკუმენტს, რომლითაც თბილისის აეროპორტი გაიყიდა თურქებზე

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გამართულ აქციაზე, ლეიბორისტული პარტიის ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა, ჟურნალისტებს წარუდგინა დოკუმენტი, რომლითაც თურქულმა კომპანია ,,ტავ ურბან საქართველო“-მ აეროპორტი 10 ათას ლარად იყიდა.  შალვა ნათელაშვილი:


 

,,ჩვენ ვიმყოფებით თურქეთის მიერ ოკუპირებულ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, რომელიც კოლონიალიზმის უკანასკნელი ნაშთია. იმის გარდა, რომ აქ წარმოუდგენელი ფასებია, ქართულ მხარეს ამ კომპანიასთან დადებული კონტრაქტით, აღებული აქვთ ვალდებულება, რომ 150 კმ-ში ამ ადგილიდან არცერთი საერთაშორისო აეროპორტი არ გაიხსნება, მაშინ, როცა სტამბულს ოთხი აეროროპორტი აქვს. მეტიც, ბათუმის აეროპორტში საათი სტამბულის დროს აჩვენებს. ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, დამთავრდება ქართული ავიაციაში თურქული კოლონიალური ბატონობა, დაირღვევა კონტრაქტი და თბილისის აეროპორტი გადაიქცევა ნამდვილ საერთაშორისო ჰაბად. საქართველო დაიბრუნებს საერთაშორისო ავიაჰაბის ფუნქციას, რომელიც გეო-პოლიტიკური გვეკუთვნის და ბიუჯეტი შეივსება სამგზავრო და სატრანსპორტო გადაზიდვებიდან შემოსული ფულით, როგორც ივსება გერმანიის, ბრიტანეთის, სინგაპურის ბიუეჯეტები სახელმწიფო ავიაკომპოანიებიდან შემოსული შემოსავლებით.

გაჩვენებთ სამარცხვინო, ისტორიულ დოკუმენტს, რომლითაც, ეს მილიარდიანი ქონება, რომელიც ჩვენი ქვეყნის უნდა იყოს, გაყიდულია თურქებზე 10 ათას ლარად და ამ დანაშაულს საქართველოს ვაი-ხელისუფლება არა მხოლოდ მშვიდად უყურებს, არამედ ამ ხელისუფლების მეპატრონე ნარკობარონი ივანიშვილი, ამ კომპანიის აქციონერია.




წყარო:  euronews.ge

| ბეჭდვა |