ახალი ამბები
,,უნდა ჩავკეტოთ სიკვდილის კარი და 28 ოქტომბერს განაჩენი გამოვუტანოთ ნარკობარიგა ივანიშვილს”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი, პრეზიდენტობის კანდიდატი:


_ ქვეყანაში სრული ნარკოგენოციდია. ივანიშვილის ნარკობიზნეს ინტერესებს ეწირება ჩვენი მომავალი. უკვე მასობრივად მოიხმარენ მარიხუანას სკოლებში, ინსტიტუტებში, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. მე მივმართე გაეროს ნარკოტიკებთან ბრძოლის სამმართველოს ვენაში თხოვნით, დროულად ჩაერიონ ამ მძიმე პროცესში, მაგრამ სანამ უცხოეთი დაგვეხმარება, თავად უნდა ჩავკეტოთ სიკვდილის კარი და განაჩენი გამოვუტანოთ, 28 ოქტომბერს, ნარკობარიგა ივანიშვილს და მის რეჟიმს.

სიტუაცია ძალიან მძიმე და კრიზისულია, მათ შორის სამართლებრივად. საკონსტიტუციო სასამართლოს, ვერდიქტით, ადამიანის კუთვნილებაა მისი სხეული და რასაც უნდა იმას უზამს, მათ შორის თუ უნდა მოიხმარს ნარკოტიკს, მოსწევს მარიხუანას და მისი შეზღუდვა ანტიკონსტიტუციურია. ჯერ არავითარი შეზღუდვის ნორმა არ გამოცემულა და დღეს შეუძლია მარიხუანა მოიხმაროს ნებისმიერი პროფესიის ადამიანმა: პილოტმა, მძღოლმა, ექიმმა, პოლიციელმა, მოსამართლემ და თუ მომავალში გამოიცემა, ის წინააღმდეგობაში იქნება საკონსტიტუიციო სასამარათოს გადაწყვეტილებასთან, რომლის თანახმად ადამიანს შეუძლია, მოიხმაროს მარიხუანა, ანუ ისევ მიმართვენ სასამართლოს და ისიც ისევ გააუქმებს ამ აქტს.

ვიმეორებ, გამოსავალი მხოლოდ ამ რეჟიმის შეცვლაა. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო, ან უნდა დარჩნენ უმუშევრები, ან ივანიშვილთან ერთად წავიდნენ ციხეში.

წყარო:  http://euronews.ge
| ბეჭდვა |