ახალი ამბები
ქართვსლთა გენოციდის დღეს გალელი ქართველები ზეიმით აღნიშნავდნ..

ქართვსლთა გენოციდის დღეს გალელი ქართველები ზეიმით აღნიშნავდნ..

25 წელია გალის რაიონში ქართველები სასაკლაოს უძლებენ - ეს განცხადება, საქართველოს "ლეიბორისტული" პარტიის თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.


 

შალვა ნათელაშვილი ამბობს, რომ გალის ტერიტორიაზე ოკუპანტები სოხუმის დაცემიდან 25 წლის თავს ზეიმობდნენ და იქ მცხოვრებ ქართველებს აიძულებდნენ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა მიეღოთ.

მშრომელთა პარტიის ლიდერი ამბობს, რომ სხვადასხვა აქტივობებში სკოლებისა და ბაღების აღსაზრდელები იღებდნენ მონაწილეობას.

„მოვუწოდებ ყველა ქართველ დიპლომატს, მთელ მსოფლიოში დააყენეთ დედამიწა ფეხზე, გენოციდის ასიმილირების, ეთნოწმენდის იმ საზარელ ფაქტებზე რომელიც ჩვენს თვალწინ ხდება“-ამბობს შალვა ნათელაშვილი.

ვიდეო მასალა იხილეთ ბმულზე:https://www.facebook.com/natelashvilishalva/videos/886855004839966/

| ბეჭდვა |