ახალი ამბები
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ბანკების ხელმძღვანელებს
საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი
ბანკების ხელმძღვანელებს
სს „ბანკი ქართუ“
სს. თიბისი ბანკი“
სს „საქართველოს ბანკი"
სს „ლიბერთი ბანკი"
სს „ბაზისბანკი"
სს „ვითიბი ბანკი ჯორჯია"
სს „პროკრედიტ ბანკი"
სს „სილქ როუდ ბანკი"
სს „ზირაათ ბანკი საქართველო"
სს "იშ ბანკი საქართველო"
სს „ ტერაბანკი"
სს „ხალიკ ბანკი საქართველო"
სს „პაშა ბანკი საქართველო"
სს “ფინკა ბანკი საქართველო“
სს “კრედო ბანკი“

როგორც მოგეხსენებათ მოქმედი კანონმდებლობა გვაძლევს უფლებას, როგორც პარტიას და როგორც პრეზიდენტობის კანდიდატს ავიღო საარჩევნო სესხი – კრედიტი ერთ მილიონამდე. უკვე 6 წელია ყოველი არჩევნების წინ, ამის თაობაზე მოგმართავთ ყველა საბანკო დაწესებულებას და ვიღებთ კატეგორიულ უარს ან სამარისებურ დუმილს. ამ დროს მმართველ პარტიებს და მმართველი პარტიის მხარდაჭერილ კანდიდატებს აფინასნებთ ღიად და ფარულადაც. სხვას თქვენგან რა თქმა უნდა არც ველოდებით, რადგან ყველა თქვენთაგანმა ეს მილიარდები იშოვეთ ხალხის ძარცვა-გლეჯვით, არაადამიანური პროცენტებით, ჩვენი შვილების მომავლის თქვენი შვილების მომავლად გადაფორმებით. საცდელად კიდევ ერთხელ გთხოვთ შეასრულოთ კანონი და სასწრაფოდ მოგვცეთ ის უპროცენტო ერთი მილიონი კრედიტი საპრეზიდენტო არჩევნებისათვის რაც გვეკუთვნის.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ვეკითხები განა შეიძლება სარგებლობდეს ამერიკული პრეფერენციებით ბანკები, რომლებიც სრულად ექვემდებარებიან რუსი ოლიგარქის ივანიშვილის ნებას, ეწევიან არამარტო საკუთარი ხალხის ყვლეფას, არამედ პოლიტიკურ დისკრიმინაციასაც?!.

გთხოვთ პასუხი გვაცნობოთ ორი დღის ვადაში, სხვა შემთხვევაში ჩავთვლით რომ თქვენგან კვლავ უარია.

შალვა ნათელაშვილი
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი
ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე
ლეიბორისტული პარტიის ანგარიშის ნომერი GE34BG0000000331054602GEL საკონტაქტო პირი – იოსებ სამხარაძე პარტიის საორგანიზაციო მდივანი
| ბეჭდვა |