ქვეყნის მაფიოზური სინდიკატის ხელმძღვანელი ბიძინა ივანიშვილი კვლავ
აგრძელებს ბრძოლას მის მთავარ მოწინააღმდეგესთან შალვა ნათელაშვილთან.
პარტიის პოლიტიკური მდივნის გიორგი გუგავას განცხადებით, ნარკობარონ
ივანიშვილის დავალებით ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანმა
არჩევნებმა" პრეზიდენტობის კანდიდატ - შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ
აუდიტის სამსახურში შეიტანა
საჩივარი, იმ მოტივით, რომ გელათის მონასტერში სტუმრობისას შალვა
ნათლაშვილის თანმხლებმა პირმა ეკლესიის კარებთან მდგომ მოწყალების
მთხოვნელს აჩუქა 5 ლარი და თურმე ეს ყოფილა ამომრჩევლის მოსყიდვა, რაც
სანქციად ითვალისწინებს კანდიდატის მოხსნას არჩევნებიდან.
"ეს ის ორგანიზაციაა, რომელსაც ხმა არ ამოუღია მმართველი პარტიის მიერ
ამომრჩევლის მაასობრივ მოსყიდვებზე, ასევე, მათ მიერ მილიარდობით შავი
ფულის გათეთრებაზე და სხვა მრავალ უკანონობაზე. უფრო მეტიც, ბიძინა
ივანიშვილს "გაუთეთრეს" მასობრივად გაყალბებული წინა არჩევნები, რის
სანაცვლოდაც ამ ორგანიზაციის ყოფილმა ხელმძღვანელმა ლომჯარიამ სახალხო
დამცველის პოსტი მიიღო, ხოლო მამამისმა ივანიშვილის მთავარი
არქიტექტორის თანამდებობა შეკვეთილში".
ლეიბორისტული პარტია მივმართავს ამ ორგანიზაციის უცხოურ დონორებსა და
გრანტის გამცემებს გააკონტროლონ მათი საქმიანობა და რეაგირება
მოახდინონ მიკერძოებულ დასკვნებზე, რომლებიც დიდი ხანია ჯიბეში უზის
ივანიშვილს და მათ იყენებს მთავარი ოპონენტების წინააღმდეგ, ასევე
გაყალბებული არჩევნების გასათეთრებლად.