ახალი ამბები
„ერთი გზა მიდის ჯოჯოხეთისკენ, ერთი გზა მიდის მომავალი საქართველოსკენ“ - შალვა ნათელაშვილი თელავში ამომრჩევლებს ხვდება
"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი შალვა ნათელაშვილი შეხვედრებს თელავში მართავს.

შალვა ნათელაშვილმა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ შეხვედრაზე საზოგადოებას საკუთარი საარჩევნო პროგრამა და პრიორიტეტები გააცნო.
პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, რომ 28 ოქტომბრის არჩევნები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და ქართველმა ხალხმა სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

„ამ ადგილას წყდებოდა არაერთხელ საქართველოს ბედი. იგეგმებოდა გამარჯვებები და აქ დააბიჯებდნენ ჩვენი დიდი წინაპრები: პატარა კახი, სოლომონ ლეონიძე, დოდაშვილი, ილია ჭავჭავაძე, ალექსანდრე ჭავჭავაძე, ქაქუცა და ყველა ვისით ჩვენ ქართველობა ვამაყობთ. 28-ში გზაგასაყარზე ვართ, ერთი გზა მიდის ჯოჯოხეთისკენ, ერთი გზა მიდის მომავალი საქართველოსკენ. ამიტომ თელავმა, კახეთმა და საქართველომ, რა თქმა უნდა, უნდა აირჩიოს მომავალი საქართველო.“ - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
14.12.2018
"ეს არაა პარლამენტი. ეს როგორც თავიდანვე ვამბობდით ივანიშვილის შეიარაღებული კრიმინალური ბანდაა.
და კიდევ ერთი შენიშვნა, ინაშვილს ირმა კი არა მინიმუმ რუსლანი უნდა ერქვას. არა უშავს პატარა შეეშალა ნათლიას. რაც შეეხება ნარკოტიკებში დამხვრჩალ მსახიობ-დეპუტატ პაპუაშვილს ის პირდაპირ სამოქალაქო ომის ახალი ფორმულაა სამწუხაროდ.." - შალვა ანთელაშვილი
14.12.2018
"აი, მერამდედ კვლავ გამოჩნდა მხსნელი ჯეიმს ყურპანტურაის ბოდიშით, აპარტურაის სახით. რაც თავი მახსოვს გაყალბებული არჩევნების შემდეგ ყველა ხელისუფლება სწორედ მას უძახის საშველად.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დედა შვილებისთვის სამყაროს ცენტრად და შეუცვლელ ღირებულებად რჩება
ყოველთვის. სამძიმარს ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების
გამო.
14.12.2018
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ დედა შვილებისთვის სამყაროს ცენტრად და შეუცვლელ ღირებულებად რჩება ყოველთვის. სამძიმარს ვუცხადებ ბიძინა ივანიშვილს დედის გარდაცვალების გამო.

_ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა. ადგილი ჰქონდა
მასობრივ გაყალბებას და ამომრჩევლის არნახულ მოსყიდვას.
14.12.2018

_ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა. ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებას და ამომრჩევლის არნახულ მოსყიდვას.

ვიდეოები