ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: 25 წელია ჩემი სიმდიდრე არის უფლება, თვალებში ჩავხედო ხალხს
,,ერთი რამ მინდა ვთხოვო ჩემს დიდებულ ხალხს. მეგობრებო! 28 ოქტომბერს შეგვიძლია ჩამოვირეცხოთ ივანიშვილისგან მოკერებული იარლიყი იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი ხმას აძლევს არა იდეის, მომავლის, შვილების ინტერესების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით ვინ რას გადაუხდის. ეს ტალახი, ეს ლაქა, რომელიც მოგვცხო ამ ნარკობარონმა, ჩვენ შეგვიძლია 28 ში ჩამოვირეცხოთ _ შალვა ნათელაშვილისთვის ხმის მიცემით!“ _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა სპეციალურ ბრიფინგზე საზოგადოებისთვის იმ წერილის გასაცნობად, რომელიც მან ბიზნესსეგმენტებს და ბანკებს გაუგზავნა. შალვა ნათელაშვილი:

,,ივანიშვილის ერთადერთი იმედი, მოხდეს ჩემთვის ხელის შეშლა 28 ოქტომმბრის არჩევნებში, ეს ტრადიციულად არის ფინანსური წნეხი. კვლავ აკრძალულია ჩვენი დაფინანსება, საარჩევნო კრედიტის გაცემა და ჩვენი ხალხისგან აწაპნილი მილიონები თოვლის ფანტელივით ეყრება თავზე პუტინის წარმოგზავნილ ზურაბიშვილს. დღეს, ყველა ბიზნესსეგმენტში, ბანკებში, საცდელად მაინც გავაგზავნე წერილები შინაარსით, რომ სწორედ მათი დაღუპულია საქართველო, სწორედ მათი ყაჩაღური ფინანსებით მიდიოდნენ და მოდიოდნენ ხელისუფლებები, რომლებიც მათვე ძარცვავდნენ და სანამ ასე გააგრძელებენ, ჩვენი ქვეყნის ფეხზე დადგომა არ იქნება; რა თქმა უნდა, არც კრედიტს მომცემენ, რაც კანონით მეკუთვნის, არც შემოწირულობები იქნება, სხვა შემთხვევაში მათი ნასახი არ იქნება. ერთი რამ მინდა ვთხოვო ჩემს დიდებულ ხალხს. მეგობრებო! 28 ოქტომბერს შეგვიძლია ჩამოვირეცხოთ ივანიშვილისგან მოკერებული იარლიყი იმის შესახებ, რომ ქართველი ხალხი ფულის მიხედვით აძლევს ხმას; არა იდეის, მომავლის, შვილების ინტერესების მიხედვით, არამედ იმის მიხედვით ვინ რას გადაუხდის. ეს ტალახი, ეს ლაქა, რომელიც მოგვცხო ამ ნარკობარონმა, ჩვენ შეგვიძლია 28 ში ჩამოვირეცხოთ _ შალვა ნათელაშვილისთვის ხმის მიცემით! ალბათ, ეჭვი არ გეპარებათ, რომ არა მხოლოდ სახელისუფლები კანდიდატს, არამედ მთელ რიგ კანდიდატებს არ აკლიათ ფინანსური რესურსი. ჩვენი რესურსი, ჩემი სიმდიდრე, ჩემი კაპიტალი 25 წელია, ეს არის უფლება თვალებში შევხედო ჩემს ხალხს და ეს არის ის უანგარო ხმები, რომელსაც ჩვენი მართლა ოქროს ფენისგან ორი ათეული წელია ვიღებ. ის ხალხი, ვინც ჩვენ ხმას გვაძლევდა არის აღმაშენებლის და მომავლის საქართველო, ის მარაბდელები და მარტყოფელები, ვინც სამშობლოს ფულზე არ ყიდიან და მათზე იდგა, დგას და იდგმება ჩვენი ქვეყანა. მთავარია ჩვენ დავირაზმოთ უარი ვთქვათ იმ ვერცხლზე, რომელსაც ისევ უხვად არიგებს ჭორვილელი სატანა.

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები
საბანკო სესხი 5 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს
შალვა ნათელაშვილმა ,,თი-ბი-სი“ ბანკის წინ გამართულ აქციაზე ბანკების
მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააპროტესტა და პირობა დადო, რომ მისი
გაპრეზიდენტების შემდეგ საბანკო პროცენტი მაქსიმუმ 5 პროცენტი იქნება
20.10.2018
საბანკო სესხი 5 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს
შალვა ნათელაშვილმა ,,თი-ბი-სი“ ბანკის წინ გამართულ აქციაზე ბანკების მაღალი საპროცენტო განაკვეთი გააპროტესტა და პირობა დადო, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ საბანკო პროცენტი მაქსიმუმ 5 პროცენტი იქნება
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი დღეს
დიპლომატიური კორპუსისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების
წარმომადგენლებს შეხვდა..
20.10.2018
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი დღეს დიპლომატიური კორპუსისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა..
უნდა აღვადგინოთ და შევქმანთ დიდი ქართული სახელმწიფო - ნათელაშვილი
20.10.2018
უნდა აღვადგინოთ და შევქმანთ დიდი ქართული სახელმწიფო - ნათელაშვილი
სანამ ჩვენ არ გვეყოლება სამართლიანი, ზნეობრივი, მიუმხრობელი
სასამართლო ხელისუფლება, ჩვენ არ გვექნება - შალვა ნათელაშვილი
20.10.2018
სანამ ჩვენ არ გვეყოლება სამართლიანი, ზნეობრივი, მიუმხრობელი სასამართლო ხელისუფლება, ჩვენ არ გვექნება - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები