ახალი ამბები
ამბავი იმისა, თუ როგორ ,,აჩუქა“ შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს თბილისის საკრებულო
ამბავი იმისა, თუ როგორ ,,აჩუქა“ შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილს თბილისის საკრებულო

2002 წლის ადგილობრივი არჩევნებიდან 16 წელი გავიდა. უამრავმა წყალმა, არჩევნებმა და რამდენიმე ხელისუფლებამ ჩაიარა, რომლებმაც გაანახევრეს, გაყიდეს, ჯიბეში ჩაიდეს ჩვენი ქვეყანა და გააღატაკეს ხალხი და ამ ფინზე, ძალიან საინტერესოა, რომ ყოველი არჩევნების წინ, ქვეყნის გამნახევრებელ-გამპარტახებლების დანაშაულობებსა და ხალხის ხარჯზე დაგროვილ ქონებაზე მეტად, ხალხი საუბრობს სპეცსამსახურების მონაჩმახ ჭორზე, თუ როგორ დაუთმო, აჩუქა თუ მიჰყიდა შალვა ნათელაშვილმა მიხეილ სააკაშვილის თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი. ჩვენ, ყველა არჩევნებზე გულმოდგინე და პატიოსნად ვუხსნით, რომ რაც არ გეკუთვნის, ვერც გაყიდი და ვერც გააჩუქებ. შალვა ნათელაშვილი არ იყო და ვერც გახდებოდა საკრებულოს თავმჯდომარე იმიტომ, რომ იმის მიუხედავად, მაშინ, საქართველოს ლეიბორისტული პარტია პირველ ადგილზე გავიდა თბილისში, 50 კაციან საკრებულოში მხოლოდ 15 დეპუტატი ჰყავდა და 50 კაციან საკრებულოში, მინიმუმ 26 ხმაა საჭირო თავმჯდომარეობისთვის….
რახან სუსის ჭორ-მანქანის დიდი მონდომებით, თემამ აქტუალობა არ დაკარგა, კიდევ ერთხელ ვაქვეყნებთ 2003 წლის 2 ივნისის ცეესკო ოქმს, რომელშიც შავზე თეთრად წერია ჩვენი სიმართლე. მხოლოდ წაკითხვა უნდა.
უფრო ზუსტად, ლეიბორისტული პარტია თბილისის საკრებულოში 26 პროცენტით პირველ ადგილზე კი გავიდა, მაგრამ მხოლოდ 15 დეპუტატით (რომელთა ნაწილი იმ ღამესვე იყიდა ვანო ზოდელავამ და 9 გახდა. მსგავსი ვაჭრობა ქართულ პოლიტიკაში არავის უკვირს). მეორეზე იყო ნაცმოძრაობა _ 24 პროცენტით და მხოლოდ ერთით ნაკლები დეპუტატით. მიხეილ სააკაშვილმა, რომლის პარტია მეორე ადგილზე გავიდა და ლეიბორისტებზე მხოლოდ ერთი დეპუტატით ნაკლები ჰყავდა, ზურაბ ჟვანიას ფრაქციის, ,,ახლების“, ,,მრეწველების’ და პატიაშვილის ,,ერთობის“ ხმებით შეძლო საკრებულოს თავმჯდომარობისთვის საჭირო ხმათა საჭირო რაოდენობის მოპოვება. ლეიბორისტების თანხმობა მის არჩევაზე (რაზეც დღემდე აპელირებენ) მხოლოდ ფორმალური, პოლიტიკური აქტი იყო, რაც მართლა არ დაგვიმადლებია და რომც დაგვემადლებინა, და უარი გვეთქვა სააკაშვილი მაინც ხდებოა თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე. შესაბამისად, შალვა ნათელაშვილის მიერ 2002 წელს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის დათმობაზე სპეცსამსახურები მიერ გავრცელებული ჭორის გამეორება, 16 წლის შემდეგაც, ან უცოდინრობაა, ან შეგნებული პროვოკაცია. თუმცა ამ შავ პიარსაც აქვს პლუსი.
საინტერესო და საამაყოა, რომ სპეცსამსახურებმა ვერც 2002 წლამდე და ვერც მას შემდეგ, შალვა ნათელაშვილის წინააღმდეგ ვერცერთი კომპრომატი ვერ მოძებნეს და კიდევ, ერთი საინტერესო ნიუანსი, რაც ამ ჭორს დასდევს თან: რომ არ დაგეთმო სააკაშვილი ხელისუფლებაში ვერ მოვიდოდა და ვერ დაგვაქცევდაო. ვინმემ იცის ვინაა დღეს თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე? ან რა პოლიტიკური გავლენები აქვს ქვეყანაში? და დღევანდელი საკრებულოს თავმჯდომარე როდისმე გახდება პრეზიდენტი? თან ამას ის ხალხი ამბობს, ვარდების რევოლუციისას წინა ფლანგებზე რომ ( ლეიბორიტები იმ პროცესების დროს საპირისპირო მხარეს იდგნენ) იდგნენ.
პ.ს. ამის შემდეგაც, ზუსტად ვიცით, კიდევ უამრავჯერ დაისმება ეს კითხვა… და კვლავ ვუპასუხებთ, რომ ეს ჭორია და მართალიც რომ იყოს, ბედნიერებაა, იმ კაცის გვერდით ყოფნა, ვისთვისაც 25 წლიანი პოლიტიკაში ყოფნის შემდეგაც კი, მოწინააღმდეგეებს, ამ და კიდევ ორიოდ გაძვალტყავებული ჭორის მეტი ,,კომპრომატად“ წამოსაძახებელი არაფერი აქვთ.
...
თბილისის საკრებულოს არჩევნების 2002 წლის ოქმები, სადაც თვალნათლივ ჩანს ეს ყველაფერი:













FaceBook Twitter Google