ახალი ამბები
,ასეთ დღეშია შანიძის სახლ მუზეუმი, რომლის აღდგენასაც ეყოფოდა მინისტრების ჯიპების ერთი საბურავის თანხა”
აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი ხელისუფლების ეროვნული პოლიტიკის სახეა ნოღაში. აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის მძიმე მდგომარეობით აღშფოთებულმა შალვა ნათელაშვილმა ხელისუფლებას დანგრევის პირას მისული შენობის აღდგენისკენ მოუწოდა.

შალვა ნათელაშვილი:

,,ქართულ ენას ორი ბურჯი ყავს: იაკობ გოგებაშვილი თავისი დედა-ენით და აკაკი შანიძე მეცნიერული გრამატიკით. ნახეთ, რა დღეშია სახლ-მუზეუმად წოდებული ეს შენობა, რომლის აღდგენას ეყოფოდა ერთი მინისტრის ,,ჯიპის“ საბურავების თანხა და უნდოდა ქართული გული, რომლის დეფიციტიც არის ხელისუფლებაში.

მოვუწოდებ ხელისუფლებას, ჩამობრძანდით აქ და ის მილიონები, არჩევნების გაყალბებისთვის რომ გაქვთ გადადებული, ამის აღდგენას მოახმარეთ. ნუ იჭრით თავს საბოლაოდ. ესაა ამ მთავრობის ეროვნული პოლიტიკის სახე და შედეგი. ესაა ივანიშვილის ქართველობის, კაცობის გამოხატულება“_ განაცხადა ლეიბორისტული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

წყარო: http://euronews.ge/
| ბეჭდვა |