ახალი ამბები
"ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს თავი წავაცალოთ" - შალვა ნათელაშვილი სკანდალურ ჩანაწერებს ეხმაურება
დაბრუნდა ძველი დრო, შექმნილია უკანონო შეიარაღებული ფორმირებები-ასე ეხმაურება გავრცელებულ სკანდალურ ჩანაწერებს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერია. შალვა ნათელაშვილი აცხადებს, რომ მირზა სუბელიანის გარდა, რომელის ხმაც სავარაუდოდ ჩანაწერებში ისმის და რომელიც სწორედ შეიარაღებულ ჯგუფებზე საუბრობს, მსგავსი ფორმირებები ჰყავს თითქმის ყველა მსხვილ ბიზნესმენს.

„სახელმწიფო დაშლილია ფეოდალურ სამთავროებად, შეიარაღებულ ფორმირებებად. ჩვენ უნდა ავწიოთ დავითის დროშა და ყველა ბაღვაშს თავი წავაცალოთ პოლიტიკურად 28 ოქტომბერს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

საპრეზიდენტო კანდიდატი აცხადებს, რომ მისი გაპრეზიდენტების შემდეგ ქვეყანაში მდგომარეობა შეიცვლება და უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს, რომლებიც ქვეყანას მართავენ, ბოლო მოეღებათ.

„ძალიან მძიმე კადრებს ვუყურებთ ეს დღეები. საუბედუროდ ოლიგარქებმა ქართული სახელმწიფო გამოამწყვდიეს სარდაფში. რის შედეგადაც მართლმსაჯულება პოლიტიკა წესები და კანონები აღესრულება მიწისქვეშეთში. გამომდინარე იქიდან ვის რამდენი მილიარდი უნდა აწაპნოს სახელმწიფოსა და ჩვენს ხალხის. ჩემი გაპრეზიდენტება ბოლოს მოუღებს ქაოსს,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86