ახალი ამბები
,,ცარცისგან გაკეთებულ წამლებს გვასმევენ…” _ ლეიბორისტების საპროტესტო აქცია ,,PSP”-ს ოფისთან
წამლებზე დაწესდება ზედა ზღვარი
შალვა ნათელაშვილი: ,,საქართველო ერთადერთი ქვეყანაა დედამიწის ზურგზე, სადაც ავადმყოფობა და სიცოცხლე ვაჭრობის საგანია და ამით ოლიგარქები მილიარდებს აკეთებენ. ამის ჭეშმარიტი მაგალითია პე-ეს-პე, რომელის მფლობელი ოქრიაშვილი _ ხუთი მოწვევის უცვლელი დეპუტატია პარლამენტში და რომელმაც მოახდინა სამედიცინო სფეროს მონოპოლიზაცია, რის შედეგად 1 ლარიანი წამალი 10 ლარი ღირს, და 100 ლარიანი გამოკვლევა-მკურნალობა _ 1000 ლარი, ხოლო წამლებს ცარცისგან გაკეთებულს გვასმევენ.
ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ, ასეთი ბანდიტები პოლიტიკაში და პარლამენტში ვეღარ იქნებიან, სამედიცინო მაფია დაიშლება, პაცინეტი და ექიმი გათავისუფლდებიან და რაც მთავარი დაწესდება წამლებზე ზედა ზღვარი, რომლის ზევით ვერავინ გაბედავს წამლის გაყიდვას და ხალხის გაუბედურებას. ამ ბანდიტ ოქრიაშვილს ამას ახლევ ვპირდები“
| ბეჭდვა |