ახალი ამბები
"ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა, რომ წინა რეჟიმის მთავარი ჯალათები, უგულავა და ბოკერია გახდებოდნენ ივანიშვილისგან დანიშნული ოპოზიციონრები.." - შალვა ნათელაშვილი
"ყველაფერს წარმოვიდგენდი გარდა იმისა, რომ წინა რეჟიმის მთავარი ჯალათები, უგულავა და ბოკერია გახდებოდნენ ივანიშვილისგან დანიშნული ოპოზიციონრები. უფრო მეტიც დღეს სპორტის სასახლეში მილიონ დოლარად მოყვანილი ხალხის ტენდერზე სიტყვით გამოსულმა, თბილისის სისხლიანმა ექს-მერმა უგულავამ, რომელმაც დაიწყო სწორედ 7 ნოემბერს ხალხის დარბევა, ხოლო შემდეგ 48 მილიონის დატაცებისათვის ციხეში მოხვდა, საიდანაც ყოფილი პატრონის ღალატით გამოუშვეს, კომპეტენტურად განსაზღვრა პრეზიდენტობის მთავარ კანდიდატთა რიგითობა. აი ესაა უძაღლო ქვეყანაში ტურების კივილი. მე მიკვირს რუსთავი ორის კარგახსნილობაც ამ მიმართებით.." - შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |