ახალი ამბები
დენის ტარიფის მატება „ლეიბორისტული“ პარტიის სარჩელის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო

საქალაქო სასამართლოში „ლეიბორისტული“ პარტიის სარჩელის განხილვა 11 დეკემბრისთვის გადაიდო. სარჩელი 2017 წელს დენის ტარიფის გაზრდას უკავშირდება.

დღევანდელ პროცესზე დაცვის მხარის მიერ დაყენებული იქნა შუამდგომლობა, რომ საქმეში ჩაერთვნენ ექსპერტები, რომლებიც იმსჯელებენ უნდა გაიზარდოს თუ არა დენის ტარიფი.


მოსამართლის მიერ დაკმაყოფილებულ იქნა დაცვის მხარის შუამდგომლობა.

ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით2 წლის წინ სემეკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, "ლეიბორისტული" პარტიის წარმომადგენლები უკანონოდ მიიჩნევენ.

„მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა, საქმეში იქნებიან ჩართული ექსპერტები და სპეციალისტები. უკვე დასახელებულია ორი სპეციალისტი ერთი იქნება სემეკის მხრიდან მეორე შალვა ნათელაშვილის მხრიდან და ეს ექსპერტები სასამართლოს წინაშე პასუხს გასცემენ აუცილებელ და მნიშვნელოვან შეკითხვებს,“-განაცხადა ადვოკატ, მარინე ცუცქირიძემ.

"ლეიბორისტული" პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატი, შალვა ნათელაშვილი საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, მოსახლეობას ჰპირდება, რომ დენის ტარიფი არ მოიმატებს.

„კიდევ ერთხელ ვუცხადებ ჩემს ერს, ჩემი გაპრეზიდენტების შემდეგ ვერავინ ვერასოდეს გაბედავს დენზე ფასის მომატებას. ჩვენ არასოდეს აღარ გავიღვიძებთ, ამ გაძვირების ატმოსფეროში და დაიწყება პროგრესული შემცირება დენის ტარიფისა სამ-ხუთ თეთრამდე,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

 

FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86