ახალი ამბები
"მოვუწოდებ უსაქმურ პარლამენტს, ჩამობრძანდით და აქ გააკეთეთ ჯდომითი აქცია" - შალვა ნათელაშვილი ატოცში იმყოფებოდა
„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი ატოცში საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ჩასვლას ითხოვს. შალვა ნათელაშვილი თავადაც იმყოფებოდა სოფელში და პირადად ნახა ის სამუშაოები, რომელსაც ოკუპანტები ახორციელებენ. ადგილზე დილიდან მიმდინარეობს ახალი მავთულხლართების გაბმა.
„ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების“ წევრებმა ნება უნდა იბოძონ და გამართონ მჯდომარე აქცია იმისთვის, რომ მიიქციონ მსოფლიო მედიის ყურადღება.

„ჩვენი ეროვნული თავმოყვარეობა, არც ერთ მტერს არ შეულახავს ისე, როგორც ეს გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა. მე მოვუწოდებ საქართველოს უსაქმურ პარლამენტს, მასში მოკალათებულ 41 მილიონერ დეპუტატს, ჩამობრძანდით და აი აქ გააკეთეთ ჯდომითი აქცია. აი აქ ამ მიწაზე სადაც თქვენ მილიონები იშოვეთ. სხვა ქვეყანაში თქვენ კაპიკს ვერ გააკეთებდით ისეთი უტვინოები ხართ, არავის არ სჭირდებით. ამით მაინც გამოხატეთ მადლიერება, აი აქ დასხედით და მთელი მსოფლიოს პრესა ჩამოიყვანეთ და CNN-ს ჩაართვევინეთ პირდაპირში აი ეს ტრაგედია რაც აქ ხდება,“-განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

სოფელთან ერთი კილომეტრის სიგრძის მონაკვეთზე ახალი ბარიერების ინტენსიური გამაგრება მიმდინარეობს. ოკუპანტები ამონტაჟებენ ბოძებს და რკინის ღობეს. 30 ჰექტარი მიწა უკვე საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აღმოჩნდა.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86