ახალი ამბები
,,მხარი რომ დამეჭირა ერთი ან მეორე კანდიდატისთვის, ხომ ატყდებოდა ისტერიკა, ხმები გაყიდაო?”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ ნიკა გვარამიამ ერთხელ სამშობლოს ღალატზე წამიყენა ოფიციალურად ბრალი, ახლა უკვე ნაცმოძრაობის ღალატიც ჩამიდენია თურმე, რადგან მათი მხარდაჭერილი და თავიდანვე უსუსური კანდიდატურა ვერ გაიყვანეს პრეზიდენტად, რის გამოც ეს უმაღლესი პოსტი ხონჩით მიართვეს რუსეთის დაზვერვის ოფიცერ ქალბატონს. ხომ ვეუბნებოდი უპირველესად მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა გვარამიას, რომ დაეჭირათ მხარი ჩემთვის, რის შედეგადაც პირველივე ტურში დავამთავრებდი ივანიშვილის რეჟიმს. მომისმინეს? მეტი არაა ჩემი მტერი. მთელი წინასაარჩევნო კამპანია, ედისონ რისერჩის რეიტინგები აეწყო ჩემს წინააღმდეგ, რომ მესამე ადგილზეც კი არ გავსულიყავი და იქ სავალდებულო წესით წამოეჭიმათ უსახური დავით ბაქრაძე, რომლის მომხრე ეპოქა გავიდა და ვერ ვნახე. თვითონ რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი პირდაპირ მოუწოდებდა ამომრჩეველს ჩემზე, არ მოეცათ ხმა, რადგან ნულოვანი რესურსი მქონდა თურმე. თუ ასე იყო, აბა რას მემდურიან, ნულოვანის იმედზე როგორ იყვნენ? რეალურად კი ვინც წავიდა ჩვენი მომხრე არჩევნებზე, თითქმის უმრავლესობამ ვაშაძე შემოხაზა. მეტი რა უნდა მექნა? მე ვერ დავავალდებულებდი ჩემს ამომრჩეველს, სავალდებულოდ გამოცხადებულიყვნენ უბნებზე, რადგან ჯერ ერთი, ისინი ზოგჯერ ჩემთვისაც კი არ მოდიან ხმის მოსაცემად თუმცა რჩებიან მომხრეებად (უცნაურია, მაგრამ ქართულია). მეორე, მე ეს ამომრჩეველი განსხვავებით ზოგისგან არ მიყიდია, ისინი იდეის გამო მომყვებიან 25 წელია და როგორ გინდა დაარწმუნო ბევრი მათგანი, რომ ნაცი ან ქოცი მხარდასაჭერია? და მესამე, მხარი რომ დამეჭირა ან ერთი ან მეორე კანდიდატისთვის, ხომ ატყდებოდა ისტერიკა, რომ ფული ავიღე და ხმები გავყიდე? მოკლედ იგივე სიმღერა.

ამ სისულელეების ბჟუტურს და საკუთარი ცოდვების სხვაზე ანუ ჩემზე გადაბრალებას სჯობს, გაიცნობიერონ ერთი მარტივი ჭეშმარიტება: სანამ ივანიშვილის რეჟიმთან მთავარი კონკურენტი იქნება ნაცმოძრაობა,ბოკერია და სხვები ოლიგარქი არჩევნებს ყოველთვის მოიგებს. საერთოდ კი ჩემზე ყველაფრის გადმობრალება საზოგადოების ავადმყოფმა ნაწილმა უკვე პროფესიად აქცია, ჯერ იყო და ასლან აბაშიძე გადამემტერა, რომ მხარი არ დავუჭირე პარლამენტში უმრავლესობით მოსულიყო, მერე რჩეულიშვილი მაბრალებდა, რომ პრეზიდენტი ვერ გახდა, შემდგომ ნაცმოძრაობა მაბრალებდა შევარდნაძესთან ალიანსს, მერე დამბრალდა სააკაშვილის საკრებულოს თავმჯდომარეობა და გაპრეზიდენტება, 2007 წელს უკვე გრეჩიხას არ გაპრეზიდენტება ავიკიდე ცოდვად, მერე ივანიშვილს პოლიტიკაში შემოსვლა შემრაცხეს გადაცდომად, დღეს უკვე ვაშაძეც ჩამიჩეხია საპრეზიდენტო მარათონიდან.

ვაი თქვენს პატრონს, წადით, იმკურნალეთ.

წყარო: http://euronews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
25.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
25.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86