ახალი ამბები
,,გამარჯვება შეგვიძლია მივულოცოთ ვლადიმერ პუტინს _ ორ თვეში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები!”
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:

_ საპრეზიდენტო არჩევნები არალეგიტიმური და უკანონოა. ადგილი ჰქონდა მასობრივ გაყალბებებს და ამომრჩევლის არნახულ მოსყიდვებს. არჩევნებში გამარჯვება შეგვიძლია მივულოცოთ ვლადიმერ პუტინს, რომელმაც განახორციელა ეს სპეცოპერაცია ბიძინა ივანიშვილის შესრულებით. შედეგად, სახელმწიფოს სათავეში მოვიდა რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, რომელიც დაშლის საქართველოს სამ ნაწილად. ოლიგარქიის ბატონობას გადააქცევს მუდმივობად, ხოლო სიღატაკეს დატოვებს განუკურნებელ დაავადებად. ამ ფონზე დაუშვებელი უმოქმედობა გამოიჩინა პრეზიდენტ ტრაპმის ადმინისტრაციამ, იმ დონეზე, რომ ელჩიც არ დანიშნა საარჩევნო პერიოდში.

გამოსავალი არის აქ ძალიან კონკტრეტული: – ორ თვეში ხელახალი საპრეზიდენტო არჩევნები და 2019-ში ხელახალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ასევე, მასობრივი საპროტესტო მოძრაობა და ივანიშვილის საბანკო მილიარდების გაყინვა უცხოეთის ბანკებში. მხოლოდ რადიკალური გზა, საპროეტესტო მოძრაობა გადაარჩენს საქართველოს იმ უბედურებიდან, სადაც კიდევ ერთხელ შეგვაყოფინეს თავი. აი, რა შედეგი მოიტანა შეცდომამ დაშვებულმა საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევისას, თავიდან.

მე ვეუბნებოდი მიხეილ სააკაშვილს, რომ ვაშაძე ვერ გაქაჩავს ქარიზმატული ლიდერის პოსტს, რომ ის ჩაქრება კრიტიკულ ეტაპზე. აი, რა შედეგი მოიტანა იმან, რომ მე თავის დროზე არ დამიჭირეს მხარი მათ და დაუტოვეს ქვეყანა საჯიჯგნათ. ჩემი არჩევა 24 საათში დაამთავრებდა კრიმინალურ რეჟიმს და ქვეყანა ავიდოდა იქ, სადაც მისი ადგილია. დღეს, სამწუხაროდ ურემი კვლავ გადაბრუნდა, ჩვენ ეს ურემი ფეხზე უნდა დავაყენოთ, მაგრამ ეს იქნება რთული პროცესი. არავითარი ფილარმონია და აკადემიური შეხვედრები, ახლა საჭიროა როგორც ილია იტყოდა ან მოქმედება, ან იმ ჭაობი ყოფნა, სადაც ახლა ვზივართ.

წყარო: http://euronews.ge
| ბეჭდვა |