ახალი ამბები
ამოცანა არის ერთი, უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა -გიორგი გუგავა
„ამოცანა არის ერთი, უნდა დასრულდეს ამ ქვეყანაში ოლიგარქიული მმართველობა. ბუნებრივია, ეს არის ქართველი ხალხის სურვილი და ამ იდეის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს ოპოზიცია. ჩვენ ჩართული ვიქნებით ამ ბრძოლაში და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ეს მახინჯი მმართველობის სისტემა. ბუნებრივია, ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ პოლიტიკური კრიზისიდან არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა,“ - განაცხადა საქართველოს ლეიბორისტული პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა, გიორგი გუგავამ..
| ბეჭდვა |