ახალი ამბები
"გეუბნებოდით ივანიშვილის გამარჯვება და ქართული მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი?!" - შალვა ნათელაშვილი
"გეუბნებოდით ივანიშვილის გამარჯვება და ქართული მიწების გაყიდვა ერთი იქნება მეთქი?! ახლა ყოველგვარი დიპლომატიურობის გარეშე გეტყვით----ვინც მას და მის ქალბატონს ხმა მისცა ყველას მიუძღვის ბრალი იმ უბედურებაში, რასაც ჩვენი ხალხის უმიწოდ დატოვება ანუ გაწირვა ქვია.." - შალვა ნათელაშვილი


საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გაყიდვაზე დაწესებული შეზღუდვა არაკონსტიტუციურად ცნო

საკონსტიტუციო სასამართლომ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე დაწესებული მორატორიუმი არაკონსტიტუციურად ცნო.

სასამართლოს გადაწყვეტილება დღეს გამოცხადდა.

უცხოელებზე მიწების გასხვისების მორატორიუმი ძალადაკარგულად გამოცხადდა, თუმცა შეზღუდვები მხოლოდ 16 დეკემბრამდე მოიხსნა, რადგან პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ ამოქმედდება ახალი კონსტიტუცია, რომელიც სასოფლო-სამეურნეო მიწების უცხოეთის მოქალაქეებზე გასხვისებაზე შეზღუდვებს კვლავ აწესებს.

წყარო:  http://alt-info.com
| ბეჭდვა |