ახალი ამბები
,,ამბავი შალვა ნათელაშვილის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისა…”
,,გუშინდელი ჩვენი გამარჯვების შემდეგ, როცა ხელისუფლებამ ვერ გაბედა გაზზე დაანონსებული ტარიფის ზრდა, ქოცპიარის მამები თემის გადატანას შეეცადნენ, აქაო და რა ტარიფები და რისი გაჭირვება, აგერ, მიშამ თქვა ნათელაშვილს შევხვდიო.

წინასაარჩევნო პერიოდში მიშას და შალვას შეხვედრა რომ არსებულ მძიმე ეკონომიკურ-სოციალურ მდგომარეობასთან პირდაპირ კავშირშია, ეს ბავშვმაც იცის. სწორედ ამიტომ ვერ ხედავს ჩვენი ხალხი ქართული წარმარებული ეკონომიკის რუსეთიდან ჩამოყვანილი მამის შრომის შედეგს.

ახლა, რაც შეეხება ამბავს შალვა ნათელაშვილის და მიხეილ სააკაშვილის შეხვედრისა, რომლის შესახებაც რამდენიმე დღის წინ საკაშვილმა ფეისჩართვისას ახსენა. ამაზე ქოცების და მათი მოძმაკაცეების სასიხარულო ყიჟინა ,,აი, ჰო ,,ჩაუშვა” მიშამ შალვა, ერთმანეთს რომ ხვდებიანო”, წმინდა ქოცური, უხერხემლო პიარია და გეტყვით რატომ.
ამ შეხვედრის თაობაზე, რომ ზაფხულში სააკაშვილის ინიციატივით, საერთო ოპოზიციურ კანდიდატის შესარჩევად შედგა ეს შეხვედრა, ამის შესახებ არაერთხელ ითქვა ბრიფინგზე, სატელევიზიო ეთერში და სოციალურ ქსელში (თუ მაინც არ გჯერათ, დაგუგლეთ) და ბუნებრივია, ამაზე ლეიბორისტული პარტიის ყველა ხელმძღვანელის და პარტიული აქტივისთვის იყო ცნობილი. ის ფაქტი, რომ შალვა ნათელაშვილმა არჩევნებში მონაწილეობა მიიღო, როგორც ლეიბორისტული პარტიის კანდიდატმა და არა როგორც ოპოზიციური ერთობის საერთო კანდიდატმა, უკვე ნიშნავს, რომ შეთანხმება ვერ შედგა და ამის შესახებაც არაერთხელ ითქვა, საჯაროდ.
ისე, რომ ისევ უნდა გაგაწბილოთ ჩვენი უძვირფასესი, აჟიტირებული ოპონენტები! დამშვიდდით და არაერთხელ გაყალბებული არჩევნების შემდეგ გაძვირებული ცხოვრებით და გააქტიურებული კრიმინალით ისიამოვნეთ. ამ ქვეყანაში პრობლემა მმართველი ოლიგარქიული სისტემაა და ისრების გადატანა ხელოვნურად წინ წამოწეულ უხერხემლო პიართემებზე, არსებულ უმძიმეს პრობლემებს ვერ უშველის.
ციკლიდან: გაქოც- განაცებული ლეიბორისტი” _ წერს ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი ნინო მეტრეველი საკუთარ ფეისბუქზე.

წყარო: http://euronews.ge
| ბეჭდვა |