ახალი ამბები
რომელ მოქმედ ქართველ პოლიტიკოსს ისურვებდით მეკვლედ ახალ წელს?!
ახალი წლის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით “რეზონანსმა” მცირე სატელეფონო გამოკითხვა ჩაატარა იმის დასადგენად, თუ რომელ მოქმედ ქართველ პოლიტიკოსებს ისურვებდნენ ქვეყნის მოქალაქეები მეკვლედ ახალი წლის ღამეს. მასში შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული 100 მოქალაქე მონაწილეობდა.

გამოკითხვისას მონაწილეებს უნდა ეპასუხათ მხოლოდ ერთ კითხვაზე: რომელ მოქმედ ქართველ პოლიტიკოსს ისურვებდით მეკვლედ ახალი წლის ღამეს?
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა უმრავლესობისთვის არასასურველი აღმოჩნდა პოლიტიკოსის მათ ოჯახში მეკვლედ მისვლა და მათ, შესაბამისად, პასუხი “არც ერთი” აირჩიეს. ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა პოლიტიკოსების მეკვლეობაზე საუბრისას გვითხრა: “როგორც ჩემთვის არავინ არ არის, ისე არავის არ შემოვიპატიჟებდი ოჯახში.”

იყო არაორდინარული და სახალისო პასუხებიც – ერთ-ერთმა შუახნის მამაკაცმა ასეთი რამ გვითხრა: “ნათელაშვილი ტვინს წაიღებდა თამადობით, ამიტომ კახი კალაძეს მივუჭახუნებდი ჭიქას.”

ერთ-ერთმა რესპონდენტმა კი ერთბაშად 2 პოლიტიკოსის მეკვლეობა ისურვა – თბილისის მერ კახა კალაძისა და შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიასი.

იყო ასეთი პასუხიც: “ივანიშვილს ყველა დაასახელებს, ეგ მოძველდა უკვე. ამიტომ გახარიას დავპატიჟებდი კახურ ღვინოზე.” ხოლო ერთმა ასაკოვანმა ქალბატონმა გვითხრა, რომ მხოლოდ იმ შემთხვევაში დაგვისახელებდა მისთვის სასურველ მეკვლე პოლიტიკოსს, თუკი ახალი წლის ღამეს მართლაც მივუყვანდით სტუმრად მის რჩეულს.

გამოკითხვის მსვლელობისას რესპონდენტებს ვთავაზობდით პოლიტიკოსების ჩვენ მიერ შერჩეულ სიას, რისი შედეგიც ასეთია: პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პარტია “გირჩის” დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე, “ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი შალვა ნათელაშვილი.

გარდა ამისა, გამოკითხვის მონაწილეებს შეეძლოთ, დაესახელებინათ მათთვის სასურველი ნებისმიერი სხვა მოქმედი ქართველი პოლიტიკოსი. ასეთი იყო მხოლოდ 4 შემთხვევა, საიდანაც 2-ჯერ “ნაცმოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ნიკა მელია დაასახელეს სასურველ სტუმრად, ხოლო თითო-თითო ხმა “ოცნების” წარმომადგენელ ეკა ბესელიასა და ნუკრი ქანთარიას ხვდათ წილად.

“ჩემი კარგი ნაცნობი და ახლობელია, ამიტომ ვისურვებდი, საახალწლო სუფრაზე ყოფილიყო”, – გვითხრა ერთ-ერთმა გამოკითხულმა ნუკრი ქანთარიაზე.

საბოლოოდ ხმები ასე განაწილდა:

1. კახა კალაძე 14%;

2. ზურაბ ჯაფარიძე 9%;

3. შალვა ნათელაშვილი 9%;

4. გიორგი გახარია 8%;

5. სალომე ზურაბიშვილი 7%;

6. ბიძინა ივანიშვილი 6%;

7. მამუკა ბახტაძე 2%;

8. ნიკა მელია 2%;

9. ირაკლი კობახიძე 1%;

10.მიხეილ სააკაშვილი 1%;

11.გრიგოლ ვაშაძე 1%;

12.ეკა ბესელია 1%;

13.ნუკრი ქანთარია 1%;

არც ერთი 38%

წყარო: http://infonews.ge
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86