ახალი ამბები
"ამ წინასაშობაოდ კვლავ ურთულესი დილემის წინაშე დადგა ქართველი ხალხი და თავისთავად ჩვენი ეკლესიაც.." - შალვა ნათელაშვილი
"ამ წინასაშობაოდ კვლავ ურთულესი დილემის წინაშე დადგა ქართველი ხალხი და თავისთავად ჩვენი ეკლესიაც. ერთ მხრივ უაღრესად სასიხარულოა, რომ კონსტანტინოპოლის პატრიარქმა დაადასტურა უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის ავტოკეფალია და მოსკოვის საპატრიარქოდან გამოყოფა,მეორე მხრივ ჩვენ დავდექით დილემის წინაში. საკმარისია ოფიციალურად ვაღიაროთ იგივე, რომ ამას დაუყოვნებლოვ მოჰყვება რუსეთის შესაბამისი ინსტიტუტიდან აფხაზეთისა და ე.წ სამხრეთ-ოსეთის ეკლესიათა დამოუკიდებელ ავტოკეფალიებად აღიარება, რაზედაც მოსკოვის საპატრიარქო დღემდე თავს იკავებს და არ ცნობს მათ სუვერენიტეტს. ამდენად ვულოცავთ მოძმე უკრაინელ ხალხს ამ ისტორიულ დღეს,მაგრამ ჩვენ ოფიციალურად არ უნდა გავაფორმოთ ეს მოვლენა, სანამ უმთავრესი მსოფლიო მართლმადიდებელი ცენტრები არ მიიღებენ გადაწყვეტილებებს. უკვე მეოთხედი საუკუნეა ყველა მსოფლიო ნგრევამ ჩვენს თავზე გადაიარა.ამ შემთხვევაში მაინც ნუ ვიჩქარებთ მაინცდამაინც.." - შალვა ნათელაშვილი
| ბეჭდვა |