ახალი ამბები
"ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც მილიონების საშოვნელად გამოიყენა.." - შალვა ნათელაშვილი
შალვა ნათელაშვილი:
_ ქვეყანას საახალწლოდ გრიპის ეპიდემია მოედო. გარდაცვლილია ათეულზე მეტი ადამიანი. ოლიგარქიულმა ხელისუფლებამ ვირუსული ტრაგედიაც მილიონების საშოვნელად გამოიყენა. აფთიაქებში შექმნა წამლების ხელოვნური დეფიციტი და მათი გაყიდვა დაიწყო ხუთმაგი და ათმაგი ფასებით. მდგომარეობა სერიოზულია. მოვითხოვთ, კონსტიტუციის თანახმად, მთელ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას, მთავრობის სარეზერვო ფონდიდადნ თანხის გამოყოფას, მკურნალობას და მედიკამენტების გაცემას სრულიად უფასოდ და სასწავლო პროცესის გადავადებას ეპიდემიის ჩაქრობამდე.
| ბეჭდვა |