ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი – მიიღეს კრემლიდან ახალი დავალება
მიიღეს კრემლიდან ახალი დავალება და კვლავ გამოჩნდნენ საქართველოთი მუდმივად მოვაჭრე ჯერ იგორ გიორგაძე, დღეს უკვე ალექსანდრე ჭაჭია ამჯერად იმის მტკიცებით, რომ ღორის გრიპი თურმე ამერიკელებმა დაგვიმზადეს ლუგარის ლაბორატორიაში რაც რუსეთის სპეცსამსახურთა ახალი,პროვოკაციული ნარატივია. ამ ბატონებს და ყველა რუსეთ-იმპერიულ-მადიდებელს ვურჩევდი ჯერ პუტინის გრიპზე გაამახვილონ ყურადღება რომელიც მძვინვარებს საქართველოში, ჭორვილადან სოლოლაკამდე,ცხინვალიდან აფხაზეთამდე და რომელიც გვართმევს სიცოცხლეს,თავისუფლებას,მშობელ მიწას.რაც შეეხება ღორის გრიპს ის როგორც მოვიდა ისე წავა რუსი ოკუპანტისგან განსხვავებით, რომლებმაც მარტო მოსვლა იციან და წასვლა ავიწყდებათ.
| ბეჭდვა |