ახალი ამბები
,,ამ წლების მანძილზე 86 ადამიანი გარდაიცვალა გაზის გაჟონვა-აფეთქების გამო… დასჯილი არავინაა”
გიორგი გუგავა, ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთი ლიდერი:

_ ამ წლების მანძილზე
86 ადამინი გარდაიცვალა გაზის გაჟონვა-აფეთქების გამო…
დასჯილი არავინაა.
1000 მუშა დაშავდა-დაიღუპა სამუშაო ადგილზე…
დასჯილი არავინაა. რამდენი დაიღუპა შიმშილით, უწამლობით, უმუშევრობით, უსამართლობით, უფულობით და ა.შ. სტატისტიკა არ აღნუსხავს…
დასჯილიც შესაბამისად არავინაა.
საზოგადოება კი სარამაგუს “სიბრმავის” პერსონაჟებივით დაბრმავებულები, გამარტოკაცებულები და დეპრესირებული ხელისცეცებით დაეხეტება სიბნელეში.
ნაცვლად იმისა, რომ პასუხი აგებინოს ამ ოლიგარქიული სიბნელის ავტორებს, პირიქით, ირჩევს, აკერპებს, ბატონად იხდის და ემსახურება დამნაშავეთა გაზუუქებულ და გაუმაძღარ კასტას.
შედეგიც სახეზეა…

წყარო: http://euronews.ge
| ბეჭდვა |