ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილის სატელეფონო ჩართვა გადაცემაში "ლევან ჩხაიძის დღის ამბები" - ნათელაშვილის პასუხი კალაძეს..
ეს სახელისუფლებო ვირთხები, რომლებმაც ხელისუფლება ჩაიგდეს ხელში ფულით, მოსყიდვით, ძალდატანებით და ჰგონიათ ეს მდგომარეობა იქნება სამუდამო. სამუდამო არაფერი არ არსებობს და ამათი ბოგინი ძალიან მალე დამთავრდება.."არ არის დაფარული, რაც არ გაცხადდების. "კალაძისა და მისი ზრდილობის ასპექტში არც ადრე ვიყავი მაღალი აზრის და ახლაც რამე ახალი ჩემთვის არ მომხდარა. რა ინტელექტიც აქვს კაცს და რა გაქანებაც, ნუ იმით გადის იოლად. მაგრამ სამწუხარო ის გახლავთ, რომ დედაქალაქის მერია. მსოფლიოში უდიდესი ეთიკის, კულტურისა და მეცნიერების ცნობილი ქალაქის მერია და ის იყენებს, აი ამ ფრაზეოლოგიას ოპონენტებთან ურთიერთობაში, რის გამოც მე ვუხდი თბილისელებს ბოდიშს. მისი ეს აგრესია გამოწვეულია იმით, რომ მე გუშინ ვამხილე დანაშაულში, რაც გამოიხატება "ყაზტრანსგაზის" ხელში ჩაგდება, ეს არის მისი საკუთრება, კალაძის. ეს არის კალაძის საკუთრება, რომელმაც წაართვა ყაზახ ინვესტორებს მილიონიანი, ძალზედ მომგებიანი კომპანია, ჩამოაწერა ვალები  რომელიც უნდა გადაეხადათ ძველ მფლობელებს ბიუჯეტში. აპატია 100 მილიონამდე და რათა არ გაგვეგო ამ მახინაციის ასავალ-დასავალი, როგორც ხდება ხოლმე გააფორმა ოფშორში. ეხლა ეგონა, როგორც "არსენალი" ჩაიგდო ხელში, 80 ჰექტარი სამების ტაძართან, მილიარდიანი ქონება დაითრია და ახლა ელოდება ჩამოიყვანოს თავისნაირი თაღლითი ინვესტორები და დააწყებინოს იქ კორპუსების მშენებლობა.შალვა ნათელაშვილი კახი კალაძეს პასუხობს:
| ბეჭდვა |