ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: კახა კალაძემ ხელში ჩაიგდო 80 ჰექტარი სამების ტაძართან, მილიარდიანი ქონება..
კახა კალაძემ „არსენალი“ ჩაიგდო ხელში, 80 ჰექტარი სამების ტაძართან, მილიარდიანი ქონება დაითრია და ელოდება ახლა, რომ იქ ჩამოიყვანოს თავისნაირი თაღლითი ინვესტორები და დააწყებინოს იქ კორპუსების მშენებლობა, - განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ თავმჯდომარემ შალვა ნათელაშვილმა „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში ტელეფონით ჩართვისას.
მან ასევე აღნიშნა, რომ ყანსტრანსგაზიც კალაძის საკუთრებაა და ეს კომპანია მან „წაართვა ყაზახ ინვესტორებს“.

„ეს [ყანსტრანსგაზი] არის მისი საკუთრება, კალაძის, და არავინ არ დაიწყოს ახლა, რომ მაქაცარიას სახელზეა გაფორმებული, ვიღაცა შენგელიას სახელზეა გაფორმებული. ეს არის კალაძის საკუთრება, რომელმაც წაართვა ყაზახ ინვესტორებს აღნიშნული მილიონიანი, ძალიან მომგებიანი კომპანია, ჩამოაწერა ვალები, რომელიც უნდა გადაეხადა ძველ მფლობელებს ბიუჯეტისათვის, აპატია 100 მილიონამდე, 80-ს ამბობენ, მაგრამ 100 მილიონი იყო და რომ არ გაგვეგო ამ შავბნელი მაქინაციის ასავალ-დასავალი, როგორც ხდება ხოლმე, გააფორმა ოფშორში. ოფშორი კიდევ ნიშნავს რას? უკონტროლო ზონაა, არამოთანამშრომლე ზონა. იქ არ უშვებენ არც აუდიტს, არც ოპოზიციას, არც პოზიციას, არც კონტროლის პალატას და ახლა ეგონა, რომ როგორც „არსენალი“ ჩაიგდო ხელში 80 ჰექტარი სამების ტაძართან და მილიარდიანი ქონება დაითრია და ელოდება ახლა, რომ იქ ჩამოიყვანოს თავისნაირი თაღლითი ინვესტორები და დააწყებინოს იქ კორპუსების მშენებლობა, ეს გავიგეთ რა თქმა უნდა, არსენალის ამბავიც ადრევე, მაგრამ ეგონა, რომ ამას მაინც ვერ გავიგებდით, მაგრამ არ არის დაფარული რაც არ გაცხადდეს და გავიგეთ და მას აუცილებლად მოუწევს პასუხისმგებლობა, ამ ქონების დაბრუნება, მაგრამ როგორ დავაბრუნებთ იმ ანგელოზ ადამიანებს, რომლებიც ამის უპასუხისმგებლობით დაგვეხოცა [დიდ დიღომში]. 1 საათი რომ დააგვიანო გაზზე გადასახადის გადახდას, იმ წუთში გითიშავენ და გტოვებენ ცივ ბინაში გაყინულს და მშიერს“, განაცხადა ნათელაშვილმა და დაამატა, რომ სამყაროში მარადიული არაფერია და დღევანდელი ხელისუფლების „ბოგინიც დასრულდება“.

წყარო: http://guardian.ge
| ბეჭდვა |