ახალი ამბები
,,საქართველოს ფოსტა" ხალხის ძარცვას განაგრძობს..
,,საქართველოს ფოსტა" ხალხის ძარცვას განაგრძობს.
როგორც ჩანს, ,,ქართული ოცნების“ ამ ჰალსტუხიან ყაჩაღებს არ ყოფნით მრავალათასიანი ხელფასები და ისედაც გაჭირვებულ ხალხს კისრიდან აგლეჯენ ფულს. აქამდე თუ გზავნილის მიმღები ფოსტაში ფულს არ იხდიდა, (ნივთის გამომწერი, ან გამომგზავნი იხდის წინასწარ,) ახლა ყველა ნივთის აღებისას 2 ლარი უნდა გადაიხადო, იმის მიუხედავად, რა ღირებულებისაა გზავნილი.
უფრო გასაგებად: ვთქვათ ჩინეთიდან იწერდი რაღაც წვრილმანებს, (იმიტომ რომ აქ არ იშოვება, ან იაფია)საერთო ჯამში 30 ცალის ოდენობით და 20 დოლარის ღირებულების და მათი გამოგზავნისთვის იხდი ასევე გარკვეულ თანხას, აქამე თუ თბილისში ჩამოსვლის შემდეგ ,,საქართველოს ფოსტაში" არაფერს იხდიდიდ, აწი რომ მიხვალ წამოსაღებად ამ 30 ნივთში ( ამანათში) დამატებით კიდევ 60 ლარის გადახდა მოგიწევს.

მთავარი ამ ამბავში კი ისაა, რომ ,,საქართველოს ფოსტა" ამ ბაზარზე მონოპოლისტია და მომხმარებელს სხვა არჩევანი არ აქვს.
კიდევ ერთხელ გილოცავთ ოცნებების ასრულებას ჩემო ტკბილო და მურაბა ხალხო!
მონოპოლისტი მობილური ოპერატორები რომ გაგიძვირებენ ტარიფს, იმას მერე მოგილოცავთ.


ნინო მეტრეველი, ლეიბორისტული პარტიის ანალიტიკური მდივანი

| ბეჭდვა |  E-mail
FaceBook Twitter Google
ვიდეოები

Warning: include(/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80

Warning: include(/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php) [function.include]: failed to open stream: No such file or directory in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80

Warning: include() [function.include]: Failed opening '/home/labour/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php53/usr/share/pear:/opt/alt/php53/usr/share/php') in /home/labour/public_html/libraries/loader.php on line 80