ახალი ამბები
"კალაძე არის "ბიძინა 2", მან მთელი ქვეყნის ქონება გადაიფორმა" - შალვა ნათელაშვილი
დიდ დიღომში მომხდარ ტრაგედიას, რომელსაც ოთხი ადამიანის, მათ შორის, ერთი მცირეწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა ქვეყნის პირველი ლეიბორისტი ეხმაურება.

შალვა ნათელაშვილის მომხდარზე სრულ პასუხისმგებლობას ქვეყნის ხელისუფლებას და კონკრეტულად დედაქალაქის მერს აკისრებს. „მე ათი წლის წინ მითქვია, როცა ეს ბატონი დარბოდა სააკაშვილთან ერთად რეიტუზებით, რომ ეს არის ქურდული მენტალობის საშიში ტიპაჟი, რომელიც შორს არის დიდი ფეხბურთიდან, დიდი პოლიტიკიდან, დიდი ზნეობიდან. კალაძე არის "ბიძინა ორი", მან მთელი ქვეყნის ქონება გადაიფორმა. დღეს ურცხვად გამოდიან და კალაძის არ არის ყაზტრანსგაზიო, ამას "კალაძეგაზი" უნდა ერქვას. ყოველი წამი, ყოველი წუთი მათი ხელისუფლებაში ყოფნისა, საფრთხეა. ნახეთ, მარტო რამდენი საფრთხე წარმოქმნეს ამ თვენახევარში,“ - ამბობს ნათელაშვილი.

მისი თქმით, საფრთხეა დაგროვებითი პენსიის პროექტიც, რადგან, ნათელაშვილის თქმით, ეს თანხა პირდაპირ მოქალაქეების ჯიბიდანაა ამოცლილი და ის უკან აღარ დაბრუნდება.

ნათელაშვილის თქმით, კახა კალაძის პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება საკმარისი არ არის, მან უნდა დააბრუნოს ყველა ის ქონება, რომელიც ქვეყნის საკუთრებაა.

„როდესაც ფულიანი ტომრების ხელშია ხალხის სიცოცხლე, ქვეყნის არსებობა, ყოფნა-არყოფნა, ისეთ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში, რომელშიც ვიმყოფებით, მასობრივად გარბიან ქვეყნიდან, როცა ასეთი ჯგუფი და კრიმინალური სინდიკატი მმართველობს, იქ რაიმე პერსპექტივაზე ფიქრი ზედმეტია," - ამბობს ნათელაშვილი.
FaceBook Twitter Google
მსგავსი სიახლეები

..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა
უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს
(პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების
პრიორიტეტულობა და
26.04.2024
..
როდესაც, რამდენიმე წლის წინ ლეიბორისტულმა პარტიამ სკოლებში ბავშვთა უფასო კვების საკითხი დააყენა, მთელ პოლიტიკურ სპექტრს (პოზიციან-ოპოზიციანად) ეგოიმებოდათ სოციალურ საკითხების პრიორიტეტულობა და "ზე-იდეებით" იყნენ შებყრობილი. ჰოდა დადგა უკვე სავალალო შედეგი, ქვეყანაში 300 ათასი ბავშვი შიმშილობს, რაც იმას ნიშნავს, რომ ნადგურდება ჩვენი მომავალი ფიზიკურად, მორალურად და ინტელექტუალურად.
სანამ, ქვეყანაში არ გაიმარჯვებს მემარცხენე- სოციალური სამართლიანობის იდეიის მატარებელი ძალა, არც სახელმწიფო შედგება და ფიზიკურადაც გადავშენდებით.


“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი
სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე
მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან
მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია
მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ
ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია
შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ
მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას
გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში
მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
26.04.2024
“პოზიცია-ოპოზიციამ პარლამენტში დადგა მორიგი იაფასიანი სპექტაკლი-გამიშვი არ გაგიშვებ. მიზანი თავიანთი ცოდვილი სული როგორმე მიათრიონ არჩევნებამდე და ასცდნენ ვადამდელი გზით პარლამენტიდან მიბრძანების საფრთხეს. აქ ვაი ოპოზიციაქოც-ბიძინების სტრატეგია მთლიანად ემთხვევა ერთმანეთს. რაღა კომისია უნდა მსოფლიოში აღიარებულ ფაქტს კლანის ლიდერ მოსამართლეთა დასანქცირებაზე,რომელი კომისია შეცვლის ამერიკის მთავრობის გადაწყვეტილებას? ან ვინმეს გონია,რომ თუ მაინც შეიქმნა კომისია იქ ხელით სატარებელ ოპოზიციას ვინმე თავისას გაატანიებს? მოკლედ მართლაც საშინელებაა,როცა პოლიტიკოსს ქვეყანაში მხოლოდ თავის თავი უყვარს.” - შალვა ნათელაშვილი
ვიდეოები

Warning: include(/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php): failed to open stream: No such file or directory in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86

Warning: include(): Failed opening '/home/labourge/public_html/libraries/goodweb/session.php' for inclusion (include_path='.:/opt/alt/php56/usr/share/pear:/opt/alt/php56/usr/share/php') in /home/labourge/public_html/libraries/loader.php on line 86