ახალი ამბები
შალვა ნათელაშვილი: მოვითხოვ, სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის თავმჯდომარე:
_ გალი ჰუმანიტარული კატასტროფის წინაშეა. ამოიწურა ჩვილ ბავშვთა საკვები, ოკუპანტები არ უშვებენ მოსახლეობას ენგურს აქეთ, პენსიისა და დახმარების ასაღებად.დღეს,გალში, სეპარატისტულმა რეჟიმმა განსაცდელის წინაშე მყოფ ადამიანთა შეკრებილი მიტინგი დაშალა. ქართველებს სთავაზობენ უარი თქვან ქართულ პასპორტებზე და აიღონ ე.წ “ვიდ ნა ჟიტელსტვო”, სტუდენტებს უკრძალავენ ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გაგრძელებას. გენოციდი მიმდინარეობს სრული სვლით.მოვუწოდებ დავოსში დროის სატარებლად მყოფ პრემიერ-მინისტრ ბახტაძეს სასწრაფოდ დაბრუნდეს და სათავეში ჩაუდგეს შტაბს ამ ხალხის გადასარჩენად. მოვითხოვ, სასწრაფოდ იქნას მოწვეული გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაც.

წყარო: http://euronews.ge
| ბეჭდვა |